4 ოქტომბრის საქმეს 2017-2023 წლებში "ოცნების" ყოფილი წარმომადგენელი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს
4 ოქტომბრის აქციის საქმეს ქართული ოცნების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.
სასამართლო პროცესზე პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან მისი განმარტებით მოსამართლე მიკერძოებულია მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე და ვერ გამოიტანს სამართლიან განაჩენს.
"გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ თქვენ მკაფიოდ გამოხატული პრეფერენციები გაქვთ იმ პარტიისადმი, რომელიც ასამართლებს ბრალდებულებს, თანაც ასამართლებს ისეთი ბრალდებით და იმ დანაშაულისთვის, რომელიც დადასტურების შემთხვევაშიც კი, დღეს რომ აღიარონ საქმე... ამ ადამიანებისთვის ციხეში ცალკე, პოლიტიკური ფლიგელია გამოყოფილი....
თქვენი წინსვლა, რომელიც გაგრძელდა სასამართლოში, მკაფიოდ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ეჭვი მაქვს, რომ ამას უკავშირდება თქვენი სასამართლოში წამოსვლა. ყოველი ასეთი საქმე თქვენთვის იქნება "მტრის საქმე"... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა იქნება ის, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაასამართლებს.... რომ ვიკითხოთ, ქართული ოცნების წევრი როცა ასამართლებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არის თუ არა ეს პრობლემა, ქართული ოცნების მხარდამჭერიც ვერ უარყოფს, რომ დიახ არის... თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ხართ და სიმპათიები გაგაჩნიათ, თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ქართული ოცნების წარმომადგენელი.. ბრალდებულები სამართლდებიან იმისთვის, რომ ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები არიან," — განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ (ტექსტი "რადიო თავისუფლების" ლაივ-ბლოგი).
"ახლა გაიგეთ?" — განაცხადა მოსამართლე მარიდაშვილმა და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა. მისი განცხადებით, "ოცნების“ წევრობა არ გულისხმობს მის არაობიექტურობას და დასძინა, რომ მისი მოსამართლედ დანიშვნა საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, ლელა მარიდაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბერს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლელა მარიდაშვილი ფიგურირებს სხვა სინდისის პატიმრების — საბა სხვიტარიძის, ანატოლი გიგაურის და გიორგი ახობაძის საქმეებში, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეშიც.
4 ოქტომბრის ეროვნული კრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის ღამეს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
უფრო კონკრეტულად, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები