აშშ-ის სახდეპი ადასტურებს, რომ მოითხოვეს თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოითხოვეს საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა, რათა დაეფიქსირებინა წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "ნეტგაზეთს" წერილობით უპასუხა კითხვაზე — ადასტურებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ელჩის დაბარებას სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა შეშფოთება გამოეთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ "ტაილანდიდან რევოლუციის სავარაუდო დაფინანსების" შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით", — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
მანამდე "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და შეშფოთება გამოხატეს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც "ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას" უკავშირდება.
მოგვიანებით, ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უარყო რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
"ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას არაერთის შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ის დაუბარებიათ არც ერთხელ. დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა. ის არ დაუბარებიათ. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. დახურული საუბარი დახურულ საუბრად უნდა დარჩეს", — თქვა კობახიძემ.
სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ იმავე "იმედთან" ინტერვიუში, 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და თანხები "რადიკალებს" ხმარდება.
"ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს. რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. ყველა თავის როლს ინაწილებს. ზოგი ამ რადიკალიზმის დროს, წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ა.შ. აქ არ დავკონკრეტდები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი "ჩინურ საფრთხეებს" და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს", — განაცხადა მდინარაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები