ევრობასკეტი რიცხვებში — როგორია საქართველოს შედეგები?
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ცხელი ზაფხულის შემდეგ, სექტემბერიც მიიწურა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში მორიგი საინტერესო სეზონი დაიწყო. თითქოს ყველაფერი ნანახი გვაქვს, მაგრამ სპორტი ამოუწურავი სანახაობაა — მუდმივად მყარდება მიუწვდომელი რეკორდები, სცენას კი ახალი ვარსკვლავები იპყრობენ. ერთი სიტყვით, თანამედროვე, გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, სპორტის ქომაგებს მოსაწყენად საქმე არასდროს აქვთ.
გასული თვის დასაწყისში, ევრობასკეტი 2025 უკვე ძალიან აქტიური იყო და ქართველი ქომაგის ყურადღება კვიპროსისკენ იყო მიპყრობილი. ზედიზედ მეოთხედ, ტურნირს 4 ქვეყანა მასპინძლობდა, C ჯგუფის მატჩები კი ლიმასოლში იმართებოდა. უკვე დამცხრალი ემოციებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრობასკეტი 2025 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სენსაციებით სავსე ტურნირი გამოდგა, სადაც კი საქართველოს გუნდურ სპორტში უასპარეზია. ჩვენმა ნაკრებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.
ტურნირის დაწყებამდე, გამარჯვების ჟინზე ვსაუბრობდით — ყველა წინაღობის დამძლევ ენერგიაზე, რომელიც დანებებას არ ცნობს. იყო სკეპტიკური განწყობებიც, მაგრამ საბოლოოდ, ამ შემართებისა და ძალის გვჯეროდა. ამიტომაც შეუძლებელია, განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე ვისაუბროთ ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების, ასევე, პლეი-ოფში, საფრანგეთის გამოთიშვის შესახებ — პატარა ქვეყანამ საკალათბურთო გრანდები გააწბილა და 2 დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ეს იყო დღეები, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ — მომენტები, როდესაც იჯერებ, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.
ისევე როგორც ყველაფერი (მაგალითად, ხმა ან მუსიკა, რომელიც ახლა ჩაგესმით) — ჟინიც, თავდაჯერებაც, გამარჯვებაც ციფრებისა და რიცხვების ერთობლიობაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ესპანეთი უკვე 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული — თანაც, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. მესამე მცდელობის შედეგად, საფრანგეთი პირველად დავამარცხეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრაში, ჩვენი გზები პირველად გადაიკვეთა.
სულ ცოტა დააკლდა თორნიკე შენგელიას, რომ ლეგენდარული ოთარ ქორქიას რეკორდი გაემეორებინა და გამხდარიყო საუკეთესო ქართველი მექულე ევრობასკეტის ისტორიაში. ევრობასკეტის 3-გზის ჩემპიონ (1947, 1951, 1953) ქორქიას 32 მატჩში 357 ქულა აქვს მოპოვებული, შენგელიამ კი 347 ქულას 26 შეხვედრაში მოუყარა თავი. ცხადია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შენგელია ერთპიროვნული ლიდერია, მეორე პოზიციაზე კი გიორგი შერმადინი იმყოფება (36 მატჩი, 256 ქულა).
2025 წლის ევრობასკეტზე, ნაკრების საუკეთესო მექულეები გოგა ბითაძე (საშ. 15.8) და სანდრო მამუკელაშვილი (15.3) იყვნენ. საჯარიმოების ზუსტი ტყორცნის ჩინებული მაჩვენებელი ჰქონდა კამარ ბოლდუინს (90.9%), 2-ქულიანებში გოგა ბითაძე (70%), 3-ქულიანებში კი თორნიკე შენგელია (52.4%) გამოირჩეოდნენ. ბოლდუინი ასრულებდა ყველაზე მეტ ასისტს (4), მოხსნებში ლიდერობდა მამუკელაშვილი (6.6), ბლოკში კი — ბითაძე (1.8).
საქართველოსთვის, ეს ზედიზედ მე-6 ევრობასკეტი იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში, გიორგი შერმადინი გუნდთან ერთად იმყოფებოდა — ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ნაკრების მაისური ევროპის 6 საკალათბურთო ჩემპიონატზე მოირგო.
ამ დროის განმავლობაში, ერთგვარი ტენდენცია ჩამოყალიბდა: საქართველო ევრობასკეტის პირველ მატჩში იმარჯვებს (არც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, არც ვერცხლისმედალოსან ლიეტუვას ვუფრთხით). ეს ჰარმონია 2015-სა და 2022-ში დაირღვა, როდესაც ნიდერლანდებთან და ბელგიასთან დავმარცხდით.
საერთო ჯამში, ევრობასკეტზე საქართველოს 36 მატჩი აქვს გამართული, სადაც 11 გამარჯვება მოიპოვა. პლეი-ოფში 2-ჯერ ვითამაშეთ — 2015-ში ლიეტუვას ვეთამაშეთ და უზომოდ დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 85:81 დავმარცხდით, 1/4 ფინალში კი ერთადერთხელ, 2025-ში გავედით.
ჟინი არასდროს ჩერდება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. თუმცა ამჯერად, ჩვენი რუბიკონი 1/2 ფინალი იქნება.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები