შუქრი ბურჭულაძე: ფაქტია, რომ ღალატი მოხდა. პაატა დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი
"პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა. მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული მასიური რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში", — ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, მამამისი ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე.
"პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა. მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული მასიური რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. …ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის, არცერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, ამ რამდენიმე პოლიციელს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. მერე პაატას უკვე გაზი შეასხეს და გამოსული იყო აქეთ", — განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
შუქრი ბურჭულაძის თქმით, პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა.
"პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა. იმიტომ, რომ ყველაფრით არიან დაღლილებიო. ჩემი აზრით ეს რუსულ სპეცოპერაციას გავს ეს ყველაფერი,ვიდრე საქართველოში დაგეგმილ გეგმას. ერთ რაღაცაშოი დარწმუნებლი ვარ, რომ პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე", — თქვა შუქრი ბურჭულაძემ "რეაქციის" ეთერში.
მისივე თქმით, ღალატი მოხდა, "პაატა დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი".
"ფაქტია, რომ ღალატი მოხდა. პაატა დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, ეს უნდა გააჟღერონ ორგანიზატორებმა, ვინც იცის. თუნდაც იმიტომ, რომ მეორეჯერ სხვებმა იგივე შეცდომა არ დაუშვან, ვინც იციან, დაჭერილები ვინც არიან, მათზე ვსაუბრობ, რომ თქვან, რადგან იგივე ადამიანს სხვა აღარ ენდოს, რადგან არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს ითანხმებენ რაღაცაზე, ორმაგ თამაშს თამაშობენ და მერე ისევ იჭერენ ოლიგარქიის მხარს", — თქვა შუქრი ბურჭულაძემ.
4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის ღამეს დააკავეს. 7 ოქტომბერს კი პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
უფრო კონკრეტულად, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- პაატა ბურჭულაძე: ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს, რომ მიდით, დაარტყით დანა და მოკალით
- პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ბრალი წაუყენა
- პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები