ირაკლი კობახიძე: "დიპლომატიური ზომა "დაბარება" არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენს ელჩს სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში"
"დიპლომატიური ზომა "დაბარება" არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენს ელჩს სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში", — განაცხადა ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახდეპში აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებაზე.
მისი თქმით, "ელჩის დაბარება ეს არის დიპლომატიური ზომა, რომელსაც, მაგალითად პროტესტის გამოსახატად
"დაბარება ხომ იცით რაც არის? ელჩის დაბარება ეს არის დიპლომატიური ზომა, რომელსაც იყენებ რაღაცაზე, მაგალითად პროტესტის გამოსახატად. მაგალითად როდესაც ან გერმანიის ელჩი., ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი აკეთებს სამარცხვინო განცხადებას ჩვენ ვიბარებთ ხოლმე, ჩვენ ვიბარებთ ხოლმე იმიტომ, რომ ეს არის დიპლომატიური ზომა არ ყოფილა, ეს დიპლომატიური ზომა არ ყოფილა გამოყენებული. სთხოვეს შეხვედრა ელჩს. ეს მაშინვე დაგიდასტურეთ. სთხოვენ შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განიხილეს კონკრეტული საკითხები.
დიპლომატიური ზომა "დაბარება" არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი ელჩისგან, დიპლომატიური ზომა დაბარება არ ყოფილა გამოყენებული. მას სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში", — განაცხადა "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახდეპში აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებაზე.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს "დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და დაამტკიცოს, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ".
"ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა "დიფ სთეითის" გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა", — განაცხადა "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ნეტგაზეთთან" დაადასტურა, რომ მოითხოვეს საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა, რათა დაეფიქსირებინა წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "ნეტგაზეთს" წერილობით უპასუხა კითხვაზე — ადასტურებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ელჩის დაბარებას სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა შეშფოთება გამოეთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ "ტაილანდიდან რევოლუციის სავარაუდო დაფინანსების" შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით", — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
მანამდე "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და შეშფოთება გამოხატეს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც "ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას" უკავშირდება.
მოგვიანებით, ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უარყო რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
"ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას არაერთის შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ის დაუბარებიათ არც ერთხელ. დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა. ის არ დაუბარებიათ. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. დახურული საუბარი დახურულ საუბრად უნდა დარჩეს", — თქვა კობახიძემ.
სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ იმავე "იმედთან" ინტერვიუში, 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და თანხები "რადიკალებს" ხმარდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები