თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯში, გევჰერნიკის ციხეში აშოტ I-ის სამარხი იპოვეს
Anatoliana Archaeology-ის ცნობით, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ართვინის არტანუჯის რაიონში, გევჰერნიკის იგივე არტანუჯის ციხეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ, თურქმა არქეოლოგებმა ქართლის მეფის, ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატის, აშოტ I დიდის სამარხი იპოვეს.
აშოტ I დიდის სავარაუდო სამარხი
ისტორიული წყაროებით აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისყანაში გარდაცვალებამდე. "ქართლის ცხოვრების" ცნობით, აშოტ I დაკრძალეს არტანუჯის ციხეში, მის მიერ შექმნილ საძვალეში.
ისტორიკოსი ბუბა კუდავა წერს, რომ გევჰერნიკის ციხესიმაგრეში "იგულისხმება არტანუჯის ციხე და უხერხულია, ქართველებმაც გევერნიქი ვეძახოთ. ეს უკანასკნელი ფორმა გვიან დამკვიდრდა და თურქი კოლეგები იყენებენ ხოლმე. ჩვენს საისტორიო და ენობრივ ტრადიციაში ყოველთვის არტანუჯი იყო".
ისტორიული არტანუჯი
თურქეთში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი დოქტორი ოსმან აიტეკინი აცხადებს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი სამარხი 2 მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანისაა და თაღოვანი სახურავითაა დაფარული, მაგრამ საფლავში ადამიანის ნეშტი ან ძვლის ფრაგმენტები ვერ იპოვეს.
"აშოტის საფლავი როგორც ქართველმა მეცნიერები, ასევე ჩვენი ჯგუფიც ეძებდა. ეკლესიის ვიწრო აფსიდის მონაკვეთში, აფსიდის ქვეშ, აღმოვაჩინეთ სამარხი. სამარხი 2 მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანისაა და თაღოვანი სახურავითაა დაფარული.
სამწუხაროდ, როდესაც გათხრები ჩავატარეთ, საფლავში ადამიანის ნეშტი ან ძვლის ფრაგმენტები ვერ ვიპოვეთ. საქართველოში ორ სამარხს ეძებდნენ, რომელთა ადგილმდებარეობა უცნობია — ერთს თამარ დედოფლის და მეორეს — მეფე აშოტის. ამბობდნენ, რომ ის აქ იყო, მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობი იყო. სამეცნიერო თვალსაზრისით, მეფე აშოტის საფლავი ჩვენმა ჯგუფმა თურქული არქეოლოგიის სახელით აღმოაჩინა", — აცხადებს თურქი არქეოლოგი.
Anatoliana Archaeology წერს, რომ ციხე შუა საუკუნეებში ჯერ საქართველოს სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მოგვიანებით — ოსმალეთის იმპერიის.
გათხრების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ოსმან აიტეკინმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2021 წელს კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ნებართვითა და მხარდაჭერით დაიწყო. წლევანდელი გათხრების დროს აღმოაჩინეს სამზარეულო, ცისტერნა, მონეტები და სამარხი.
აიტეკინმა განაცხადა, რომ გათხრების გაგრძელება კიდევ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება. მისი თქმით, ციხე, რომელიც მეხუთე საუკუნეში აშენდა და მეცხრე საუკუნეში ბაგრატიონთა დინასტიის მეფე აშოტის მიერ იქნა აღდგენილი, მნიშვნელოვან ისტორიულ დასახლებას წარმოადგენდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი კლასი და მათი ოჯახები შიდა ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და მდიდარი მაცხოვრებლები გალავანშემორტყმულ ქალაქის ნაწილში. ქალაქის ტერიტორიაზე იყო ისეთი ნაგებობები, როგორიცაა სამარხები, აბანოები, ეკლესიები და შადრევნები.
აიტეკინმა განაცხადა, რომ გათხრების შედეგად ასევე აღმოაჩინეს XI საუკუნის დასაწყისის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები და ქვისა და ლითონის ჭურვები. მან აღნიშნა, რომ აღმოჩენები წლის ბოლოს ართვინის მუზეუმს გადაეცემა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები