როგორ უწყობს ხარისხის ინფრასტრუქტურა ხელს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) ტერმინი, რომელიც დღეს სულ უფრო ხშირად ჩნდება ეკონომიკურ და სამეწარმეო დისკურსში — ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება შედარებით ახალია, იგი აერთიანებს იმ ინსტიტუციურ და ტექნიკურ ელემენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ვითარდებოდა. დღეს კი, ერთიანი ჩარჩოს შექმნის შემდეგ, ხარისხის ინფრასტრუქტურა იქცა სისტემად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკის, ბაზრისა და საზოგადოებრივი ინტერესების მდგრად განვითარებას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ამ სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის, მომსახურების, პროცესებისა და სისტემების შესაბამისობა წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებთან — იქნება ეს ხარისხი, უსაფრთხოება, ეფექტიანობა, თუ გარემოსდაცვითი სტანდარტები. შესაბამისად, ხარისხის ინფრასტრუქტურა მოიცავს ინსტიტუციებს, პროცედურებსა და მექანიზმებს, რომლებიც ქმნიან სანდო, გამჭვირვალე და აღიარებულ გარემოს, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს და ამგვარად, დაიცვას საკუთარი უფლებები.
ასოცირების შეთანხმება და ახალი ვალდებულებები საქართველოსთვის
2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმება (DCFTA)”, რომლის მიზანია ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოსთვის და, ამავდროულად, ქვეყნის ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის თანდათანობითი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.
ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. საქართველო ვალდებულია დააახლოოს თავისი რეგულაციები და კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან, დანერგოს შესაბამისი დირექტივები და ტექნიკური რეგლამენტები სხვადასხვა სექტორში: სტანდარტიზაციაში, მეტროლოგიაში, აკრედიტაციაში, შესაბამისობის შეფასებასა და ბაზრის ზედამხედველობაში. შესაბამისად, 2016 წელს DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა კონკრეტულ ტექნიკურ რეგლამენტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, ლიფტების უსაფრთხოება, ელექტრომოწყობილობები და სხვა.
ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და ინვესტიციების მოზიდვა
ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნების მქონე სივრცეა, სადაც პროდუქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, თუ ის აკმაყოფილებს მკაცრ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოსთვის ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. ისეთი ქართული პროდუქტები, როგორებიცა სურსათი — თაფლი, ღვინო, თხილი ან სამრეწველო და სამშენებლო მასალები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე შესვლას, თუ ისინი ფლობენ ხარისხის სერტიფიკატებს და დამოწმებულია აღიარებული ინსტიტუციების მიერ.
ამავე დროს, ევროპული სტანდარტების დანერგვა ქმნის სტაბილურ და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. უცხოური კომპანიებისთვის პროდუქტის ხარისხის, მისი შემოწმებისა და რეგულირების სისტემა — ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ინვესტიციის გადაწყვეტილების მიღებისას.
ტექნოლოგიური პროგრესი და სისტემური განვითარება
ხარისხის ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ვაჭრობის ლიბერალიზაციას ემსახურება, არამედ განაპირობებს ტექნოლოგიური და მართვის პროცესების მოდერნიზაციას. ევროპული სტანდარტების დანერგვა კომპანიებს ვალდებულს ხდის გადახედონ საკუთარ წარმოებას, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააუმჯობესონ შიდა კონტროლის მექანიზმები და დანერგონ ახალი პრაქტიკები. შედეგად, ხარისხის მოთხოვნების გაძლიერება ქმნის სისტემურ მიდგომას ინოვაციისკენ და კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს, არა მხოლოდ ტექნიკური კომპონენტების მოწესრიგებას, არამედ იმ ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რომელიც განაპირობებს სახელმწიფო მმართველობის ხარისხსაც — იქნება ეს კანონმდებლობა, ზედამხედველობა, თუ რეფორმების დანერგვა.
მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქტის სანდოობა
მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის ინფრასტრუქტურის ძირითადი მოთხოვნები ხშირად ბიზნესისა და სახელმწიფო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, საბოლოო ბენეფიციარი მაინც მომხმარებელია. პროდუქტის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასა და არჩევანის თავისუფლებასთან.
მაგალითად, ის ფაქტი, რომ სათამაშო არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს ან ელექტრომოწყობილობა არ ქმნის ხანძრის ან დენის დარტყმის საფრთხეს ხარისხის სისტემის ნაწილია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თუ ქართული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ახერხებს, ეს ავტომატურად ზრდის მის მიმართ სანდოობას ადგილობრივ ბაზარზეც.
გარდა უშუალო უსაფრთხოების მახასიათებლებისა, ხარისხის ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს იმასაც, თუ რამდენად ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადია პროდუქტი. მაგალითად, ეკო-სტანდარტები, როგორიცაა RoHS ან Eco-design, არეგულირებს მასალების გამოყენებას და ენერგოეფექტიანობას, რაც გლობალურ დონეზეც კი ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
ორგანიზაციული ინტეგრაცია და საერთაშორისო აღიარება
საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ცენტრი ევროპული სტანდარტიზაციის ორგანიზაციების (CEN/CENELEC) აფილირებული წევრია, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა ევროპულ სტანდარტებსა და სხვა ტექნიკურ დოკუმენტებთან. ამასთან, აფილირებული წევრობის სტატუსი იძლევა უფრო მეტი ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობას CEN და CENELEC–ის საქმიანობაში.
გარდა ამისა, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ILAC) სრულუფლებიანი წევრია, რაც უზრუნველყოფს საქართველოს აკრედიტაციის სისტემის აღიარებას და ხელს უწყობს ქართული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატებისა და ტესტირების შედეგების საერთაშორისო ბაზარზე მიღებას.
საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ — სისტემის წარმატების საფუძველი
ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერება მხოლოდ ინსტიტუციური ან საკანონმდებლო რეფორმებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ მას არ თან ახლავს საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნა. მომხმარებელთა ინფორმირებულობა და მათ მიერ ხარისხიან პროდუქციაზე ორიენტირება ქმნის რეალურ ბაზრის მოთხოვნას, რომელიც სტიმულს აძლევს ბიზნესსაც, სახელმწიფოსაც და თავად სისტემის განვითარებასაც.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტ
შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, მათ შორის ცოდნის გაზიარების, საინფორმაციო კამპანიების განხორციელებისა და მედიის ჩართულობის გზით იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს, რომ ხარისხი მხოლოდ ფასზე არ აისახება, არამედ ის აისახება ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობასა და ქვეყნის იმიჯიზეც კი.
ხარისხის ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ ტექნიკური ან ადმინისტრაციული კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში — ის წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც აყალიბებს სანდოობას, იძლევა ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობას და ამავე დროს იცავს მომხმარებლის უფლებებს. DCFTA-ის ფარგლებში დაწყებული რეფორმები სწორედ ამ პროცესს ემსახურება და მათი წარმატება დამოკიდებულია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ბიზნესისა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაზე.
პროექტი QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარ მიზანს, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები