ლევან ცუცქირიძე: მთხოვენ ანგარიშს ჩემი წინა სამსახურის საქმიანობაზე, სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს დავტოვე
პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი მოედნის ლიდერი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოსგან მათი კერძო ანგარიშების მონიტორინგის უფლება მიიღო. ახლა კი სთხოვენ ანგარიშს მისი წინა სამსახურის საქმიანობაზე, სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს დატოვა და ორგანიზაცია საერთოდ გაჩერებულია.
"მთავრობა იწყებს გამოძიებას…"
მორიგი ახალი ამბავი მაქვს ანტიკორუფციული ბიუროსგან.
გეცოდინებათ, რამდენიმე დღის გავიგეთ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოსგან ჩვენი კერძო ანგარიშების მონიტორინგის უფლება მიუღია — ანუ მართალია პარტიად არ გაღიარებთ ფორმალურად, მაგრამ მაინც გაღიარებთ და ამიტომ გვითხარით პარტიის, უკაცრავად, თქვენს პირად ანგარიშებზე რა ხდებაო. შეგახსენებთ, რომ პარტიად დარეგისტრირებაზე მანამდე გაუგებარი მიზეზებით ორჯერ გვითხრეს უარი და ახლა მესამე წრეზე ვართ.
ახლა მთხოვენ ანგარიშს ჩემი წინა სამსახურის საქმიანობაზე (მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში), სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს დავტოვე და სამწუხაროდ, ორგანიზაცია საერთოდ გაჩერებულია შექმნილი ვითარების გამო. ეს ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს და თუ არ იციან, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ეგ ვიღას უკვირს.
ანგარიშებსა და საჯაროობას რაც შეეხება: ჩემი წინა სამსახურის ვებგვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია საქმიანობის ჩამონათვალი და ბევრად მეტი ინფორმაციაც. დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ დეტალურად წაიკითხონ რას ვაკეთებდით, ვისთვის და ვისი მხარდაჭერით. აქაც ვიტყვი მოკლედ: 2009 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უკიდურესად დასუსტებული და ზეწოლის ქვეშ მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა და დემოკრატიის შესახებ განათლების გავრცელება იყო. ევროპული დაფინანსებით ჩვენ მათ სწავლებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, საერთაშორისო ურთიერთობებში ხელშეწყობით, საარჩევნო პროგრამების შემუშავების რჩევებით, შიდაპარტიული დემოკრატიის წახალისებით და ექსპერტული მხარდაჭერით ვეხმარებოდით — მათ შორის ქართულ ოცნებას, რისთვისაც მისი არაერთი დღევანდელი ლიდერი უაღრესად მადლიერი იყო.
მე სწორედ საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების ვიბრძვი და ისეთი დემოკრატიისთვის, სადაც ეს ვალდებულებები ყველასათვის თანასწორად ვრცელდება. ამიტომ, როდესაც ამისი დრო მოვა, ქართული ოცნების თანამდებობის იმ პირებსაც მოუწევთ პასუხების გაცემა, სოციალური შემწეობების მიმღებებად რომ მივიდნენ პარტიაში და ახლა მულტიმილიონერები არიან, ზოგიერთს საათების ისეთი კოლექცია აქვს, ექთნებს რომ მათ საყიდლად 60 წელზე მეტი შრომა დასჭირდებათ და ზოგი კი ისეთი ჩანთით დადის ქუჩაში, რიგითი პოლიციელის მთელი წლის შემოსავალი რომ არ ეყოფა.
რაც არ უნდა ქნან, ვერ შეგვაშინებენ ხალხს, რომლებმაც ვიცოდით წინ რა გველოდა, მაგრამ ერთი წლის წინ ჩვენი კომფორტი, კეთილდღეობა და უსაფრთხოება გვერდით გადავდეთ, ახალი პარტია დავაარსეთ და ბრძოლაში პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისთვის ყველაზე სახიფათო დროს ჩავებით. ჩვენნაირი ბევრია — შეხედეთ შეუჩერებელ წინააღმდეგობას საქართველოში და დარწმუნდებით.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ეს პირობა დავდო: როდესაც სამართლიანობა გაიმარჯვებს, ჩვენ არ ვიძიებთ მათზე შურს პოლიტიკური ნიშნით და არასოდეს მოვიქცევით მათ მსგავსად. ჩვენ შევქმნით პარტიისგან დამოუკიდებელ პოლიციასა და პროკურატურას, დამოუკიდებელ სასამართლოს, სადაც პატიოსანი მოსამართლეები მოქალაქეებს უმიზეზოდ კი არ დასჯიან, არამედ მათ უფლებებს აღადგენენ და დაიცავენ; შევქმნით პარტიისგან ავტონომიურ საჯარო სამსახურს, სადაც მასწავლებელს არავინ აიძულებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ რომელიმე პარტიის აგიტატორი გახდეს და სადაც საუკეთესო ექიმს პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ; და ჩვენ აუცილებლად შევქმნით კორუფციასთან ბრძოლის ძლიერ, პროფესიონალურ საბჭოს, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ადამიანები უხელმძღვანელებენ, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მრავალპარტიულ პარლამენტთან, ექნება დამოუკიდებელი გამოძიების ეფექტური შესაძლებლობა და რომლის მიუკერძოებელი თანამშრომლები თავგასული კორუფციონერებისგან რეალურად დაიცავენ ხალხს.
სწორედ ეს იქნება ჩვენი ნამდვილი გამარჯვება ამ უღირს და უსაქმურ პარტიაზე", — წერს ლევან ცუცქირიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები