ბაჩო ახალაია: "ძალიან მრცხვენია და ძალიან "მიტყდება", რომ 4 ოქტომბერს არაფერში არ ვიყავი ჩართული"
ფოტო: IPN
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია შსს-ში 4 ოქტომბრის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაიბარეს. გამოკითხვაზე შესვლამდე ახალაიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი "1000 %-ით ფალსიფიცირებულია, არა თუ სიტყვა, ბგერაც არ არის" მისი. რაც შეეხება 4 ოქტომბრის მოვლენებს, მან მწუხარება გამოთქვა, რომ მოვლენებს "სამზარეულოდან ადევნებდა თვალს და არ იყო ჩართული პროცესებში".
"არც უთქვამთ რაზე დამიბარეს, 1 წუთის წინ გავიგე, რომ, თურმე, ხმის ნიმუში უნდა აიღონ, მანამდე მითხრეს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის საქმეზე მიბარებდნენ. რაც შეეხება ხმის ნიმუშს — 1000 %-ით ფალსიფიცირებულია. არა თუ სიტყვა, ბგერაც არ არის ჩემი. ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ბატონი პაატასთვის ამ სტილით და "პაატათი" მიმართვა არასდროს მიკადრებია. ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებული ვარ, საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია და ძალიან "მიტყდება", რომ არაფერში ვიყავი ჩართული. სამწუხაროდ, მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე სამზარეულოდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს. სამწუხაროა," — განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ.
ახალაია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს "პრიმიტიულ პროპაგანდად" აფასებს. თქვა, რომ "დახარჯეს 13 წლის განმავლობაში რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე "ბუა", მათ შორის, ერთი მე ვარ".
"მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებში თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზებაა მანდ, ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდება სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზებისთვის? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ?
აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე. ჩემი აზრით, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევან ხაბეიშვილი და სხვები, რომელთაც არ სჭირდებათ, იმისთვის რომ მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კარნახი, რამე სახით ორგანიზება ან რამე. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც.
მე მგონია, რომ პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, დახარჯეს 13 წლის განმავლობაში რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე "ბუა", მათ შორის ერთი მე ვარ.
ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი [ზოდელავა] ჩვენი მეზობელია.
მე მგონია, რომ უბრალოდ პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს. ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 5 ან 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. ესაა კიდევ ერთი დამცირების მცდელობა მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს," — განაცხადა ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. მისი განმარტებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებიდან გამომდინარე "კრიმინალი და სასამართლო აღარ არსებობს" და აზრი არ ჰქონდა მის მიერ სამართლებრივი ზომების მიღებას.
ახალაიამ ისიც თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და ის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. "ტვ პირველი" ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე — აპირებდა, თუ არა ის ქვეყნის ხელმეორედ დატოვებას," ახალიამ განაცხადა — "კი, მაგრამ ეს არაა მთავარი… მე კი არა, ყველას შემოგითვალეს, ბიძინა ივანიშვილმა შემოგითვალათ, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ქვეყანას ან გარუსდებით".
4 ოქტომბერს სამთავრობო ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. როგორც ტელეკომპანია იტყობინება, აუდიოფაილი ელფოსტის საშუალებით მიიღეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები