მიხეილ სააკაშვილი

10 Oct. 2025, 16:04

მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი - სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს.

იყო დრო მარტო "ნაცებს" იჭერდნენ, ახლა ყველას.

იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია.

ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ.
ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ.

ადრე ქოცობა იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით.


ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს.

არის კიდევ ერთი ამბავი — ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთ სოლიდარობაში და ერთობაშია!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…