სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი გრძელდება
ფოტო: Reuters
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
უკრაინის მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის თავზე, სააკაშვილს მოქალაქეობა უკრაინამ გასულ ივლისს ჩამოართვა. მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინაში გასულ თვეს, ასობით მხარდამჭერის და დაცვის თანხლებით პოლონეთის საზღვრიდან შევიდა. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის ქალაქ ლვოვის სასამართლომ ის, დაახლოებით, 130 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.
სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაბრუნებას "კრიმინალს" უწოდებს მისი ყოფილი მოკავშირე და წარსულში თანამებრძოლი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც სამართალდამცავებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთისას კანონი არ დაურღვევია და უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრებს მოქალაქეობის საკითხს.
ფოტო: VOA
სააკაშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვს მიმართა.
სამშაბათს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა სააკაშვილის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა "რაც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, შეაჩერებს მის [საქარველოში] ექსტრადიციას," განაცხადა ლუცენკომ. მისი თქმით, სააკაშვილის მოთხოვნას შესაბამისი უწყება შეისწავლის, რასაც "რამდენიმე კვირა დასჭირდება".
საქართველოს და უკრაინის საკითხებზე ვაშინგტონში მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის არსებულ დაძაბულობას უკრაინის პრობლემებიდან ყურადღება ამ დაპირისპირებაზე გადააქვს:
"ეს პიროვნული პრობლემები, მოვლენების სერიალის მსგავსად განვითარება არ ადგება არც საქართველოს და არც უკრაინას. ამ ხმაურს, რაც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტ პოროშენკოსთან მის ურთიერთობას მოჰყვა, ყურადღება გადააქვს. ეს არ არის საკითხი, რაზეც უკრაინა ან საქართველო უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი", - ამბობს ეველინ ფარკასი, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილი ასისტენტი.
ფარკასის თქმით, შექმნილი ვითარება არც ერთი ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის:
"არ მგონია დიდი, საჯარო საპნის ოპერები სასარგებლო იყოს. ახლა უკრაინას შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დინამიკაში ფხიზელი და ფოკუსირებული მიდგომა სჭირდება, უნდა ფოკუსირდეს კორუფციასთან ბრძოლაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, კანონის უზენაესობაზე, საშუალო უკრაინელების კეთილდღეობაზე".
ფარკასის შეფასებას იზიარებს დევიდ კრემერი, "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი პრეზიდენტი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.
"ჩემი აზრით, უკრაინელების უმრავლესობას არ სურს ამ საკითხზე დროის დახარჯვა. როგორც ჩანს, ეს არის პრობლემა სააკაშვილს და პოროშენკოს შორის, რაც უკრაინელებს, ქვეყანას და მთავრობას აცდენს პრიორიტეტული საკითხებიდან. ვფიქრობ არ იყო აუცილებელი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოროშენკოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ მათთვის, ყველასთვის, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რაზეც უნდა მუშაობდნენ," - ამბობს კრემერი.
ის იმედოვნებს, რომ ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებენ ქვეყნის მთავარ პრობლემებზე ფოკუსირებას, როგორიცაა სუვერენიტეტის დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარება. ამ საქმეში კრემერს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების იმედი აქვს, "სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს უკრაინის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ მთავარ ძალას", - დასძენს ის.
სანამ სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უკრაინის პასუხს მიიღებს, ის 17 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება. კიევში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ის ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას, პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას და ახალი საარჩევნო კანონმდებლობის შექმნას მოითხოვს. მხარდამჭერებს მან "ეშმაკის დასამარცხებლად" დახმარება სთხოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები