"რუსეთის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით, თუ წერილობით არ დაადასტურებენ ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას" — გიორგი ფუტკარაძე ლევან იოსელიანს
"ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში "რეფორმერ ფიტნესის" დირექტორი გიორგი ფუტკარაძე წერს.
მანამდე, 19 სექტემბერს, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა, ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა სახლახო დამცველს, ლევან იოსელიანს საჩივრით მიმართა, სადაც წერდა, რომ "რეფორმერ ფიტნესს" მომსახურების შესაძენად ეწვია, თუმცა უარი უთხრეს. ლევან იოსელიანი გიორგი ფუტკარაძეს საჩივართან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას 10 დღის ვადაში სთხოვს.
"მომსახურების მიღებისთვის, ადმინისტრატორმა მას ხელმოსაწერად დოკუმენტი გადასცა, რომელშიც მითითებული იყო ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. განმცხადებელმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც მომსახურების მიღება ვერ შეძლო. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია," – წერს სახალხო დამცველი.
"რეფორმერ ფიტნესის" დირექტორი გიორგი ფუტკარაძე სახალხო დამცველს სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ აქვთ გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს არ მოემსახურებიან, თუ წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. ფუტკარაძე იმასაც წერს, რომ მათი კომპანია არც "საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს ემსახურება".
"ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით "საქართველოს სახალხო დამცველი" გქვიათ გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ სახალხოდ და არა შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
შეგიძლიათ აცნობოთ საჩივრის ავტორსაც.
ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ბმულების საშუალებით ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ასევე არ ვემსახურებით საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს და აღნიშნულის მიზეზი და საჯარო განცხადებაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ბმულების საშუალებით.
არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით).
თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს.
როგორც ჩანს თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემომგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს.
გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე", — წერს სოციალურ ქსელში "რეფორმერ ფიტნესის" დირექტორი გიორგი ფუტკარაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები