ლედი გაგას ეშმაკს აცვია პრადა 2-ში ვიხილავთ
ფოტო: Axelle / Bauer-Griffin / Getty Images; 20th Century Studios
ლედი გაგა კინოსამყაროს უბრუნდება — ამერიკელი პოპვარსკვლავი საკულტოდ ქცეული ფილმის, ეშმაკს აცვია პრადას, გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას. მუსიკოსი ამჟამად მორიგ ტურნეშია, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლონდონში ანშლაგით ჩავლილი კონცერტების გამართვის შემდეგ, იგი მილანში ჩავიდა, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.
გაგამ ცოტა ხნის წინ ეპიზოდური როლი შეასრულა ნეტფლიქსის სერიალში Wednesday, მაგრამ ეშმაკს აცვია პრადა 2 მისთვის დიდ ეკრანზე დაბრუნებაა; ოსკაროსანმა მომღერალმა და მსახიობმა ბოლო კინოროლი გასულ წელს გამოსულ Joker: Folie à Deux-ში ითამაშა.
ამდენად, ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ვარსკვლავურ სამსახიობო გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. შეგახსენებთ, რომ გაგრძელებაში ჩვენთვის ნაცნობ და საყვარელ სახეებს ისევ შევხვდებით: ანდრეა საქსს ენ ჰეთეუეი ასრულებს, ემილი კვლავაც ემილი ბლანტია, ლეგენდარული მირანდა პრისლი კი, სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა კიდევ უფრო ლეგენდარული მერილ სტრიპი. გაგას მსგავსად, ფილმში არაერთ ახალ მსახიობსაც ვიხილავთ. თუმცა, უცვლელია ფილმზე მომუშავე გუნდიც: ეშმაკს აცვია პრადა 2 მისი წინამორბედის რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის ხელშია.
- ეშმაკს აცვია პრადა 2-ის გადაღებები დაიწყო — მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ბრუნდებიან
- ეშმაკს აცვია პრადა 2-ის გადაღებებიდან პირველი ფოტოები ვრცელდება
ეშმაკს აცვია პრადა, რომელიც 2006 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ლორენ ვაისბერგერის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ვაისბერგერი მცირე ხნით ამერიკული Vogue-ის რედაქტორის, ანა ვინტურის, პირადი ასისტენტი იყო და, გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ მის გამოცდილებას ეყრდნობა წიგნი. ამბის მთავარი პერსონაჟი ანდრეა საქსია, რომელიც მოდის ჟურნალ Runway-ში იწყებს მუშაობას და მისი მკაცრი, პრეტენზიული მთავარი რედაქტორის ასისტენტი ხდება.
ქვემოთ სპოილერია წიგნიდან და ფილმიდან!
ეშმაკს აცვია პრადა 2-ის სიუჟეტის დეტალებიც უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილია. საყოველთაო მედიაკრიზისის ფონზე, მირანდა პრისლი ჟურნალის გადარჩენას ცდილობს. თუმცა, ამისთვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად, არც მეტი, არც ნაკლები, თავის ყოფილ ასისტენტთან, ემილისთან, დაკავშირება სჭირდება, რომელიც ახლა უკვე მაღალი რანგის მენეჯერია სარეკლამო კომპანიაში. ჯერჯერობით არ ვიცით, სადაა და რას საქმიანობს ამბის მთავარი გმირი, ენდი, რომელიც პირველი ფილმის მიწურულს, Runway-ს ტოვებს და ერთ-ერთ გაზეთში იწყებს მუშაობას.
ეშმაკს აცვია პრადა 2-ს 2026 წლის 1-ელ მაისს, პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლისთავზე, ვიხილავთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები