სწავლა, რეალური პროექტები და საერთაშორისო გამოცდილება — Upgaming-ის Talent Growth პროგრამა
Upgaming-ის Talent Growth პროგრამა უნიკალური საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც სწავლას, მენტორობასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას ერთ პროცესში აერთიანებს. პროგრამა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მონაწილეებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამის სფეროში განვითარების საშუალებას აძლევს. მისი მთავარი მიზანი ახალი თაობის სპეციალისტების აღმოჩენა და მათთვის პროფესიულ ზრდაში ხელშეწყობაა.
როგორია პროგრამის სტრუქტურა და რა შესაძლებლობებს აძლევს ის მონაწილეებს? ამ და სხვა თემებზე პროგრამის მენეჯერს, მაიკო მჟავანაძეს ვესაუბრეთ, იმისთვის, რომ უკეთ გაგვეგო, როგორ ეხმარება ინიციატივა ახალგაზრდა ტალანტებს პროფესიული განვითარების გზაზე და რა როლი აქვს მას Upgaming-ის გრძელვადიან ხედვაში.
საინტერესოა, რა გამოარჩევს აღნიშნულ პროგრამას სხვა სასწავლო და სტაჟირების პროგრამებისგან?
Upgaming-ის Talent Growth პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ეს არის ანაზღაურებადი, მკაფიო სტრუქტურით შემუშავებული პროგრამა. აქ გავაერთიანეთ, როგორც ტექნიკურ, ისე მოქნილ უნარებზე მორგებული ტრენინგები და წარმატებულ მონაწილეებს ვაძლევთ საშუალებას, კარიერა პირდაპირ ჩვენს კომპანიაში გააგრძელონ.
პროგრამა არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზრუნველყოფს, რაც ჩემი აზრით, მის განსაკუთრებულ ეფექტიანობასა და უნიკალურობას განაპირობებს.
რა პროფესიების დაუფლებას შეძლებენ მონაწილეები და როგორ შეარჩიეთ კონკრეტული მიმართულებები?
კონკრეტული პროფესიები ბაზრის მოთხოვნებისა და კომპანიის სტრატეგიული საჭიროებების საფუძველზე შეირჩა. პროგრამის მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ შემდეგ მიმართულებებს: Back-end development, game development, QA (manual), 2d spine animation, 2d game art და SEO. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს ახალგაზრდა პროფესიონალების რეალურ პერსპექტივას სწრაფი ზრდისა და კარიერული წინსვლისთვის.
ეს პროფესიები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ ტექნოლოგიური სექტორი სწრაფად იცვლება და ბაზარზე მაღალი მოთხოვნაც სწორედ ამ უნარებზეა. შესაბამისად, პროგრამის მონაწილეები არა მხოლოდ კომპანიაში, არამედ მთლიან ინდუსტრიაში უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან.
გარდა ტექნიკურისა, რა საჭირო უნარებს შეიძენენ მონაწილეები პროგრამის ფარგლებში?
ტექნიკური ცოდნის გარდა, მონაწილეები განივითარებენ ისეთ უნარებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამუშაო გარემოში: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაჭრის უნარი, დროის მართვა და პასუხისმგებლობის აღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თვითგანვითარებასა და პროფესიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც პროგრამის მონაწილეებს სრულფასოვან და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოაყალიბებს.
სწავლების სტრუქტურაზეც რომ გვითხრათ: რა საქმით დაკავდებიან მონაწილეები ყოველდღიურად?
სწავლების სტრუქტურა წინასწარ განსაზღვრულ სილაბუსს ეფუძნება, რომელიც თეორიულ მოდულებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს. პროგრამის მონაწილეები ყოველდღიურად იმუშავებენ რეალურ, საერთაშორისო პროექტებზე და ეყოლებათ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც მათთვის სწორი მიმართულებით განვითარებაზე იზრუნებენ.
რა იყო Talent Growth პროგრამის შექმნის ინსპირაცია?
Upgaming-ი უკვე 11 წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და დღეს ჩვენი ოფისები ხუთ სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული.ამ წლებში მუდმივად ვცდილობდით, მხარი მხარი დაგვეჭირა ნიჭიერი ადამიანებისთვის და წვლილი შეგვეტანა მათ განვითარებაში. Talent Growth პროგრამის იდეაც სწორედ ამ მიდგომიდან დაიბადა — პროექტი, რომლის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა ახალ თაობას გავუზიაროთ და შევუქმნათ გარემო, სადაც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეეძლებათ.
და ბოლოს, როგორ განვითარდება პროგრამა მომავალში?
აღნიშნული პროგრამა ჩვენთვის პირველი გამოცდილება იქნება, მომავალში კი მისი კიდევ უფრო გაფართოება გვსურს. უკვე ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას და მონაწილეთა რაოდენობის გაზრდასაც. მიზნად გვაქვს დასახული, რომ Talent Growth პროგრამამ უფრო ფართო სპექტრის პროფესიები მოიცვას და მეტ ახალგაზრდას მივცეთ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება.
მსურველებისთვის პროგრამაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისათვის და აპლიკაციის გასაგზავნად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები