არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის "გამონათქვამებთან დაკავშირებით" ეპარქიის კომისიაზეა დაბარებული.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტის კომისიაზე დაბარება 12 ოქტომბერს "იმედის" ეთერში დააანონსა, შემდეგ კი ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
"2 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანდრიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.
დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ.
ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა", — დაწერა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად მის რომელ გამონათქვამებზე აქვთ პრეტენზია. ასევე არქიმანდრიტი აღნიშნავს, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მისი კომისიაზე დაბარების უფლება არ აქვს.
"მე ვფიქრობ, მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი. მე ვუთხარი, რომ მე მოვდივარ სინოდზე. თუ მე სინოდზე არ დამიბარებენ და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე იძულებული ვიქნები მივმართო მსოფლიო პატრიარქს და გავაცნო საქართველოში ეს უმსგავსობა, რაც არის მეუფე სტეფანეს მწვალებლური ქადაგება, რომელიც ზიარებას შეეხება.
მე ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს. თან მითხრეს, რომ კომისია გიბარებსო, მაგრამ არ მითხრეს, ვინ არის ეს კომისია, არც მეუფე შიოს სახელი უთქვამს, არც მეუფე ანდრიას სახელი უთქვამს და არცერთი მეუფის სახელი. კომისიაში თუ არის მამა ანდრია ჯაღმაიძე და მამა მიქაელ ბოტკოველი, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ჩემი დაბარება. კომისიის სახელით კი არ უნდა დამიბარონ, იმ ეპისკოპოსის სახელით უნდა დამიბარონ, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას. ჩემი დაბარება შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსს და თან მეუფე შიოს თუ კომისიის უფროსად იქნება მეუფე ანდრია, მასაც შეუძლია, მაგრამ არა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. სტატუსებს ისინი დიდი ხანია პატივს არ სცემენ, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ არქიმანდრიტი დეკანოზებმა არბენინონ აქეთ-იქით", — განუცხადა ნეტგაზეთს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
მეტი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის შესახებ:
- დოროთე ყურაშვილი: გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას
- ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულებით და არა პატრიარქის კურთხევით
- დოროთე ყურაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო.
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს
- მიტროპოლიტი სტეფანეს თქმით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი "მწვალებლობას ქადაგებს" და სინოდს მოუწოდებს, დაინტერესდეს
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები