DRI: რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 13 ოქტომბერს დაინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცვლილებები აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვასა და პროტესტის გაქრობას ისახავს მიზნად. განცხადებაში ასევე დეტალურადაა ახსნილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ერთპარტიულ პარლამენტში დაინიცირებულ მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. ამასთან კანონპროექტების შინაარსით ნათელია, რომ ცვლილებები აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვასა და პროტესტის გაქრობას ისახავს მიზნად.
ინიციირებული ვერსიით, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სწორედ იმ მუხლებში შედის, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოიყენება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნის, ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის. დროებითი კონსტრუქციის მოწყობის (თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას), ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის (თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია) შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებულია აქციის მონაწილეს 15 დღემდე (ორგანიზატორის შემთხვევაში, 20 დღემდე) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციის მონაწილეს 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, თუ აქციაზე თან იქონიებს: ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს, ასევე ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
ამასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება შეკრების უფლების კრიმინალიზება. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება 3533 მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ მესამედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფისა ან/და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ასევე გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით', — წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "რეპრესიული კანონების აღსრულებით ცდილობს სრულად უგულებელყოს შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება." მათივე განმარტებით ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით 28 ნოემბრის მასშტაბური აქციების შემდეგ დაიწყო: "დაჩქარებული წესით პარტიამ არაერთი კანონი მიიღო — გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები."
"მასშტაბური და უწყვეტი პროტესტის პარალელურად ქართული ოცნება რეპრესიული კანონების აღსრულებით ცდილობს სრულად უგულებელყოს შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. 28 ნოემბრის შემდეგ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციის თანხა 10-ჯერ გაიზარდა და 5 000 ლარი გახდა. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობის, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება, განსაკუთრებით საგანგაშო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებშია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სასამართლომ ამ დრომდე ყველა შემთხვევაში ცნო პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ათასობით ადამიანს 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო რეპრესიები განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაიწყო. დაჩქარებული წესით პარტიამ არაერთი კანონი მიიღო — გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაცი ული პატიმრობის ვადები. გარდა რეპრესიული კანონების მიღებისა, განსაკუთრებით პრობლემური მათი პრაქტიკაში აღსრულების ხარისხი და ინტენსივობაა. რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც არაპროპორციულად მაღალ ჯარიმებს და მრავალდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, მიკერძოებული სასამართლოს მეშვეობით აქტიურად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაინიციირებული ცვლილებები კი პრაქტიკულად აღარ ტოვებს შესაძლებლობას, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, რაც საბოლოო ჯამში პროტესტის ჩახშობისა და მოქალაქეთა დაშინების მცდელობაა", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
- საია: "ქართული ოცნება" ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს
- "ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს!" — სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე
- ნიღბის ტარებაზე 15-დღიანი პატიმრობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე — პატიმრობა — "ოცნება" კანონებს ამკაცრებს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები