კობახიძე აცხადებს, რომ კანონს იმიტომ ამკაცრებენ , რომ "უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე"
"აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების დაინფიცირების მიზანია — "უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე".
"ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს.
…ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა.
აქამდე მოქმედებდა ჯარიმები, ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისთვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიული პრინციპის გამოხატულება", — განაცხადა ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ საკანონმდებლო "საზოგადოების მოთხოვნაა" და "ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს".
"ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში.
საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ფისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი", — განუცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები