სოციალ-დემოკრატების ფრაქცია ევროპარლამენტს მოუწოდებს, 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკს უვიზო მიმოსვლის უფლება გაუუქმოს
სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. დეტალებს რადიო თავისუფლება ავრცელებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ამის მისაღწევად, ისინი ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმის გამოყენებას უწევდნენ რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
სანჩეს ამორის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის არაფრის მომცემი იქნება.
"არა, არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე. რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი", — თქვა მან.
მისი შეთავაზების თანახმად, სავიზო შეღავათებით სარგებლობის საშუალება უნდა ჩამოერთვათ არა მხოლოდ მინისტრებსა და ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, არამედ მოსამართლეებს, პროკურორებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს.
"პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ავტოკრატიის საშუალო რგოლის წარმომადგენლები დგებიან რისკის ქვეშ, ვინაიდან ისინი იწყებენ ამაზე ჩივილს და ამბობენ: "მინისტრო, შევასრულე თქვენი მოთხოვნა, მაგრამ ახლა პრობლემა მაქვს — ვერ ვაგზავნი ჩემს შვილებს საფრანგეთში სასწავლებლად", — თქვა ევროპარლამენტარმა.
ბრიფინგზე მყოფმა ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევა შეცდომა იქნებოდა, რადგან ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას შეუწყობდა ხელს და არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისთვის იბრძვის.
ნაჩო სანჩეს ამორი გასულ კვირაში თბილისში იმყოფებოდა. ის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები