ტრიუმფის 80 წელი — საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით სუხიშვილების გამოფენა იმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
ტრიუმფის 80 წელი — ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების 80 წლის იუბილეს ეძღვნება. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის ანსამბლი ქართული კულტურის გამორჩეული სიმბოლოა, რომლის მთავარი მისია ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვა და მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენაა.
ბოლო წლების განმავლობაში, სუხიშვილების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკი და SOLO-ა. სპონსორები, რომელთა ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას — მუდმივ განახლებას, დაუოკებელ ჟინსა და არ გაჩერებას.
სუხიშვილების ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ბალეტისა და ქართული ფოლკლორის მოყვარულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ტრადიციული ცეკვის ხაზი მკაცრად განსაზღვრული იყო, ხოლო საზოგადოება ექსპერიმენტებსა და სიახლეებს რთულად ეგუებოდა. თუმცა, არსებობდა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა ახალ იდეებს. ეს იყო დიდი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე, რომელიც თავისი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებით სულ მალე დასის მთავარი ბირთვი გახდა.
კრიტიკის ქარცეცხლში, ჟინითა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შექმნის იდეით გაერთიანებულმა სამეულმა გაბედა ექსპერიმენტი — ნინომ და ილიკომ კლასიკურ მოძრაობებს შემატეს საბალეტო ნიუანსები, თეატრალურობა და სინქრონი, აჩქარდა მუსიკის რიტმიც. სცენაზე ცეკვა მეტად სანახაობრივი გახდა. ხოლო, რაც შეეხება კოსტიუმებს, ფერთა სიმფონიის დიდოსტატმა სოლიკო ვირსალაძემ სცენაზე სრულიად ახალი სტილი შემოიტანა.
დღეს, სუხიშვილების მიერ შექმნილმა სასცენო ხელოვნებამ მუზეუმის სივრცეშიც გადმოინაცვლა. იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს შეეძლება დროში იმოგზაუროს, იხილოს უნიკალური ფოტოარქივი, ძველი აფიშები და კოსტიუმები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო, როგორც ქართველი ისე, უცხოელი დიზაინერებისა და ხელოვანებისთვის.
უშუალოდ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიული ფოტოები, რომლებიც სუხიშვილების განვლილ გზას ასახავს. მათ შორისაა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის პორტრეტები, საოჯახო მომენტები და წარმატების პირველი წამები. ასევე, გამოფენილია ფოტოები მსოფლიო ტურნეებიდან, მათ შორის, პირველი წლებიდან, როდესაც სუხიშვილების დასი ქართული კულტურის ელჩად იქცა. ფაქტობრივად არ დარჩენილა დიდი სცენა, სადაც ანსამბლს ცეცხლი არ დაენთო. პირველად იყო ფინეთი, შემდეგ დანია, ინგლისი და იტალია. ტრიუმფითა და სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტები გამართეს ათეულობით სცენაზე, მათ შორის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერასა და ლა სკალაში.
ფოტოების მიღმა, ცალკეული კედელი ეთმობა აფიშებს, რომლებზეც წარმოადგენილია სხვადასხვა ეპოქა და მნიშვნელოვანი მომენტები ანსამბლის ისტორიიდან. ასევე ასახავს კულტურულ მრავალფეროვნებას და შემოქმედებითი ხედვის ცვლილებას. თითოეული მათგანი ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც გარმოჩეულ ემოციასა და აღფრთოვანებას იწვევს. განსაკუთრებით ემოციურია საბჭოთა საქართველოს დროინდელი აფიშების ხილვა. რომლებზეც წერია, რომ ანსამბლი საქართველოდან არის და არა საბჭოთა კავშირიდან.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები იხილოს. მათ შორის, სამუზეუმო ექსპონატად ქცეული სამაიას თვლებით მოჭედილი სამოსი. ვირსალაძისთვის პერფექციონისტული ჟინი, არასდროს ჯერდებოდა შექმნილს. მისი ხედვა იყო უნიკალური დიზაინის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა ანალოგი. სწორედ ამიტომ, ძირითადად თეთრ აბრეშუმს ირჩევდა, რომელსაც თავად ღებავდა. შაბიაბნისფერი, წითელი, შავი და ოქროფერი ქსოვილებით მოხატული სამოსი მის განუყოფელ ხელწერად იქცა. საგულდაგულოდ შერჩეული ფერები, რომლებიც არ მეორდებოდა და სხვადასხვა ტონში იყო წარმოდგენილ, დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წელი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი უმცროსი ნინო სუხიშვილია, რომელიც ვირსალაძის შთაგონებით გამორჩეულად მსუბუქ, ჭრელ და ჰაეროვან სამოსს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები ნინოს მიერ შექმნილ ჯუთას, ცეკვა-თამაშის, ნანილას, ქალების სამანისა და ხორუმის კოსტიუმებსაც იხილავენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილები იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთიანობამ, შემოქმედებამ და სიამაყემ განსაზღვროს მთელი ერის სახე. ეს არის დინასტია, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება.
სუხიშვილების მთავარი სპონსორები — საქართველოს ბანკი და SOLO
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები