შენი შანსი, გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — შეიტანე განაცხადი ახლავე!
ფოტო: EU NEIGHBOURS east
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 2025 წლის 3 ნოემბრამდე და შეუერთდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას.
ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროგრამამ გამოაცხადა და ის განკუთვნილია ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. მათ უნდა სურდეთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად იყვნენ სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და ერთად იმუშავებენ თავიანთი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზეა შესაძლებელი.
ახალგაზრდა ევროპელ ელჩობის მსურველებმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს ინტერვიუზე დაიბარებენ. მათ, ვინც ინტერვიუს წარმატებით გაივლიან, სპეციალურ სესიებზე მიიწვევენ, მათი პროფილები კი საბოლოო შეფასების მიზნით დაინტერესებულ მხარეებს გადაეგზავნებათ. განაცხადების მიღების დასრულებიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთლიანი პროცესი, დაახლოებით, რვა კვირა გრძელდება.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინელ აპლიკანტებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ, როგორც უკრაინიდან, ისე, ევროკავშირის იმ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოდან, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.
ბელორუსელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბელორუსის ტერიტორიაზე ამჟამად აღარ საქმიანობენ, თუმცა ევროკავშირში მცხოვრებ ახალგაზრდა ბელორუსელებს ევროპის იმ სახელმწიფოდან შეუძლიათ შეუერთდნენ ქსელს, სადაც ამჟამად სახლობენ.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელრუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკურ დიალოგს, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას და ერთიანი ძალებით იმუშაოს უკეთესი მომავლისათვის.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 2,600-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა. ამჟამად 30-ზე მეტ სახელმწიფოს თითქმის 600 მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები