თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი — თეგეტამ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტამ დედაქალაქის ავტოპარკის განახლების მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა. ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ, Tegeta Truck&Bus-მა, თბილისის მუნიციპალიტეტს გერმანული წარმოების, MAN-ის ბრენდის, საერთო ჯამში, 200 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა. ავტობუსები ქალაქის მერიას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გათვალისწინებით მიეწოდა.
MAN Lion's City 18C-ის მოდელის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსებით თბილისის მოსახლეობა უკვე არაერთ მარშრუტზე გადაადგილდება.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა, ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია და მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ. გერმანულ ავტოგიგანტთან, MAN-თან, მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა, რომ თბილისისთვის ავტობუსების წარმოება პრიორიტეტულ საკითხად გვექცია. შესაბამისად, ავტობუსების მიწოდება დათქმულ ვადაზე ადრე შევძელით. დღეს ჩვენს ქალაქში გადაადგილდება ზუსტად ისეთივე მოდელის ავტობუსები, როგორებიც, მაგალითად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ავტობუსით მომარაგებას არ ითვალისწინებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც ქარხნულ, ისე გახანგრძლივებულ გარანტიას, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, ჩვენი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მექანიკოსები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისცენტრებში ავტობუსებს სრულ სერვისს უწევენ“.
თეგეტას საგანგებოდ გადამზადებული მექანიკოსები რამდენიმე ბაზაზე არიან გადანაწილებული. უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. თვის ჭრილში თეგეტას მომსახურე პერსონალი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტობუსებს 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ სერვისს უწევს. სამუშაოებისას გამოიყენება თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებმა სრულად გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრონ.
მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად თეგეტა მოტორსისა და Tegeta Truck&Bus-ის გუნდის წევრები ყოველწლიურ სწავლებას გადიან. მათ შორის არიან მექანიკოსები, სერვისისა და სექტორის მენეჯერები, ელექტრიკოსები და თითოეულ აგრეგატზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ პერსონალი, გამოცდილებასთან ერთად, თანამედროვე ცოდნით არის აღჭურვილი.
ფოტო: თეგეტა
საქალაქო ტიპის უახლესი MAN Lion's City 18C-ს ტიპის ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი. სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.
MAN Lion's City 18C-ს შემოყვანა გარემოსდაცვითი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: "ჯერ კიდევ 2016-17 წლებში CNG ძრავით აღჭურვილი ტრანსპორტის გამოჩენა თბილისში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ამჯერადაც სწორედ გარემოზე ზრუნვა სახელდება. ახალი თაობის MAN -ის 18-მეტრიანი ავტობუსები მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა.
თუმცა, ეს არ არის ბოლო გაჩერება გერმანული ავტოკონცერნისთვის. MAN ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, ევროკავშირის მასშტაბით, ელექტრობუსებით მომარაგების კუთხით. სამომავლოდ, ვფიქრობთ, თბილისშიც მალე დადგება ეს საჭიროება და როგორც MAN-ის ექსკლუზიურ დილერს საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, ელექტრიფიკაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგათ“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში. ამასთანავე, 2023 წელს ჰოლდინგის საქმიანობა ამ მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გასცდა. თეგეტა ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები