ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი პროექტის Creator-ის შესახებ უნდა იცოდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუ — კრეატორს ახორციელებს.
ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა.
პროექტზე განაცხადების მიღება დასრულდა, მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა 500-ზე მეტია. სულ მალე, ჟიურის წევრები 25-მდე კონკურსანტს შეარჩევენ, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავა.
“საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა და გვჯერა, რომ მას ქვეყანაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, შევქმენით პროექტი კრეატორი, — აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
პროექტის მიზანი დამწყები და გამოცდილი კრეატორების ხელშეწყობაა, იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შექმნან და პლატფორმის პოტენციალი სრულად აითვისონ.
“ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა იუთუბის პლატფორმა და, შესაბამისად, დაინტერესება, როგორც მაყურებლების, ისე სპონსორების მხრიდან. გამორჩეულად მიმზიდველი გახდა ციფრული კრეატორის პროფესია. უკვე წარმატებულ კრეატორებს შორის (განსაკუთრებით იუთუბზე) არის სუპერ მეგობრული და კოლეგიალური გარემო”, — აღნიშნავს აჩი ცენტერაძე (პროექტის თანაავტორი).
კრეატორის რეალითი შოუს ფარგლებში, მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/მაყურებლის ხმას და მნიშვნელოვანი იქნება მონაწილეების ვიდეოების ნახვებსია და ლაიქების რაოდენობა.
ჟიურის წევრები და პროექტის ავტორები მონაწილეებს გამბედაობისკენ მოუწოდებენ.
“პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მონაწილეს ჰქონდეს ორიგინალური იდეები, შრომისუნარიანობა და ენერგია, რაც ვიდეოში კარგად გამოჩნდება. თავდაჯერებული უნდა იყოს მუშაობის პროცესში, თუმცა, უნდა შეეძლოს რეფლექსიაც. ყოველი ვიდეოს განთავსების შემდეგ უნდა უყუროს მას თავიდან, ჩახედოს ანალიტიკას, დააკვირდეს უკუკავშირს და გააანალიზოს, თუ როგორ შეუძლია გახდეს მომდევნო ვიდეო უკეთესი. უშუალოდ ჩემთვის კი, მთავარი კრიტერიუმია, ადამიანს ჰქონდეს პასუხი კითხვაზე: „რატომ?!“ თუ შენ იუთუბს იწყებ მარტო იმიტომ, რომ ფული იშოვო ან პოპულარული გახდე — მალევე დანებდები. თუ იცი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ მე შენს მხარეს ვარ”, — აღნიშნავს კრეატორის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნიკა კაკოიშვილი (კაკო).
პროექტის ფარგლებში, შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას ჟიურის წევრები ყურადღებას ამახვილებენ არა გადაღებული ვიდეოს ტექნიკურ ხარისხზე, არამედ უშუალოდ იდეის კრეატიულობასა და ღირებულებაზე.
“ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი, ეს თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა. ჩემთვის მთავარია თანმიმდევრულობა, საკუთარ, უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე სწორი რეფლექსია — ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ამის საფუძველზე შემდეგი ვიდეოს დახვეწა, და, რაც მთავარია, სწორი ფასეულობები. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ხარისხი არ არის აპარატურა ან ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ”, — აღნიშნავს კრეატორის ჟიურის ერთ-ერთი წევრი დათო ალავიძე (ჰიტა).
პროექტის ღირებულებაზე საუბრისას ჟიურის წევრები და ავტორები იმ მოტივაციისა და სტიმულის გაზიარებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კრეატორმა მაყურებელს უნდა შესთავაზოს.
“მარტივად რომ ავხსნათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ ეშინოდათ და ამ მიზეზით არ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს მიღმა, ამ პროექტის საშუალებით ნახავენ შიდა სამზარეულოს, ისწავლიან, როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ მთავარია, დაიწყო. ეს 8 ადამიანი, რომლებიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩევა, იქნება ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეობითაც რომ დაიწყო, თავისუფლად შეგიძლია, მიაღწიო წარმატებას. ჩემთვის, ეს არის შიშის მომხსნელი პროექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ შემოვიდნენ YouTube-ის სივრცეში, უბრალოდ ეშინიათ აუდიტორიის წინაშე გასვლის და არ იციან, რითი დაიწყონ – ამ კითხვებზე პასუხს ისინი სწორედ Creator-იდან მიიღებენ”, — გვიზიარებს Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მახარა (საეჭვო კაცი).
YouTube-ის სივრცეში პირველი ნაბიჯების გადადგმის მსურველებს ჟიურის წევრები და პროექტის შემქმნელები ურჩევენ, აუცილებლად სცადონ.
“დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის, ამ სტატიის მკითხველებსაც უფიქრიათ საკუთარი არხის შექმნაზე. როგორც სხვა ყველაფერში, ყველაზე რთული, დაწყებაა. ძალიან ჰგავს ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყებას. პროექტი კრეატორი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო უნდა გახდეს. აღნიშნული პროექტის მიზანია მუხტი მისცეს დამწყებ კრეატორებს და მაყურებელს გააცნოს ახალი სახეები. ნებისმიერი ვიდეო კონტენტის შექმნისას გაითვალისწინე, რომ პირველი 5 წამი ყველაზე მნიშვნელოვანია! ამიტომ, უბრალოდ დაიწყე, განვითარდი ყოველდღე და არ გაჩერდე!” — ამბობს აჩი.
შეგახსენებთ, რომ კრეატორის გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.
თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები