ირმა ინაშვილი

16 Oct. 2025, 11:56

ირმა ინაშვილი: "განვლილი 13 წლის მანძილზე ქართული ოცნება მუდმივად გვარწმუნებს, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, მაგრამ 5 კაცის გარდა, არავინ დაუსჯია. მეტიც, ზურაბ ადეიშვილი თავად გააპარეს ქვეყნიდან.

დღეს "ქართულ ოცნებას" 100 ტომი საგამოძიებო მასალებისა დაარქივებული აქვს და თუ ვინმეს დასჯა სურს, შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს. ესაა დიდი სპექტაკლი. დამნაშავეთა დასჯის საბაბით, ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი ჩვენგანის (თქვენგანის) პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო, ამას ვერ ხვდებით?! ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება?! ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად, რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!

კობახიძეს ჰგონია, რომ აქვს უფლება — დააკანონოს ნებისმიერი უკანონობა: არჩევნებში დაიმატოს 700 000, ციფრს დააკვირდით: 700 000 არარსებული ხმა და საერთოდ, ერთპიროვნულ, ფეოდალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე.

თუ ბატონი კობახიძე და ქართული ოცნება უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით დაიწყონ ეს ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ბატონი კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც სწორედ ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ ან ირიბად!

მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბოროტ რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ უკვე დაშლილ და გამქრალ ნაცებთან თითქოსდა ბრძოლის მოტივით, ბოლოს ყველას მოგვადგებიან?!

— წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. ოცნების პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პარტიების გაუქმების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…