"ბოდიშს ვიხდი, რომ თბილისში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება მომიწია გადატვირთული გრაფიკის გამო" — ელინა ვალტონენი კობახიძეს
ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტის შემდეგ X-ზე პირველი კომენტარი გააკეთა:
"პრემიერმინისტრ კობახიძეს.
საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. იგივე პრინციპი ვრცელდება ყველა ეუთოს წევრ სახელმწიფოზე. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების რეალიზება, საჭიროა სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა არჩევანისთვის.
ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან განხორციელებას ყველა პირისთვის.
ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლება გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, გიწვევთ ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
პ.ს. ბოდიშს ვიხდი, რომ თბილისში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება მომიწია გადატვირთული გრაფიკის გამო," — წერს ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი X-ზე.
ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს საქართველოს ეწვია, მანამდე ის სომხეთი იმყოფებოდა, 15 ოქტომბერს კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ვალტონენი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, დღის ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
15 ოქტომბრის დილას ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ნაბიჯის გამო ირაკლი კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა. ფინურ გამოცემასთან საუბრისას კი ვალტონენიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გამგზავრების გამო თავდაპირველად მან გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
- Helsingin Sanomat: ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მან გააუქმა
- ილჰამ ალიევი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენის შეხვდა
- "შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა" — ირაკლი ზარქუა ელინა ვალტონენის
- ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
- შალვა პაპუაშვილი: "ელინა ვალტონენი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა"
- ელინა ვალტონენი: ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს
- ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენისთვან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
- ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ვალტონენი სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს ეწვევა
- "ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა თავისი "შვილები" — კახა კალაძე ელინა ელინა ვალტონენიზე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები