ვოლვო ქარ საქართველომ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
ფოტო: თეგეტა
სკანდინავიური ესთეტიკა, კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა — ვოლვო ქარ საქართველოსა და ტერმინალის პარტნიორობით თბილისში ახალი ბრენდული სივრცე შეიქმნა. Terminal Towers-ში მდებარე ლაუნჯი დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებს განტვირთვის, ინსპირაციისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი ვოლვოს მუდმივ სწრაფვას ასახავს — იყოს გარემოში, სადაც ახალი იდეები იბადება და ინოვაციური გამოცდილება იქმნება.
ფოტო: თეგეტა
სოფო კაკუშაძე, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი: “ვოლვო ყოველთვის იყო ადამიანებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი. გვჯერა, რომ ინოვაცია იწყება სწორედ ადამიანებით — მათი ცნობისმოყვარეობით, ურთიერთობებითა და იდეებით. იმედი გვაქვს, რომ ახალი სივრცე იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გაერთიანდება და საინტერესო გამოცდილებად იქცევა.
გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი პლატფორმა, სადაც ადამიანი თავს ბრენდის ფილოსოფიის ნაწილად იგრძნობდა. ტერმინალთან პარტნიორობა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს ხედვას. ეს იყო ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ერწყმის“.
ლაუნჯში განთავსებულია ინტერაქტიური ინსტალაციები, თამაშები და ის დიზაინერული ელემენტები, რომლებიც კომფორტთან ერთად შემოქმედებით ენერგიასა და ისეთივე უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ქმნის, როგორიც თავად ვოლვოს ფილოსოფიაა.
ფოტო: თეგეტ
ტერმინალი, როგორც პირველი საერთო სამუშაო სივრცე საქართველოში, უკვე წლებია აყალიბებს ინოვაციურ ეკოსისტემას თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, რის გამოც ის ვოლვოსთვის იდეალურ პარტნიორია. ტერმინალი აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სიახლეებს.
თამარ ჯინჭარაძე, ტერმინალის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი: “წლების განმავლობაში ტერმინალმა უამრავი მეგობარი და პარტნიორი კომპანია შეიძინა, რომლებიც ჩვენს წევრებს სხვადასხვა ბენეფიტსა და სერვისს სთავაზობდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს კომპანიები უფრო დაგვეახლოვებინა ჩვენს წევრებთან. ასე გაჩნდა იდეა, რომ ახალი ტიპის ლაუნჯი შეგვექმნა, რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობასაც შექმნიდა. ამ იდეით მივმართეთ ვოლვოს გუნდს, რადგან ვიცოდით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ხარისხი და კრეატივი — თვისებები, რომლებიც ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია“.
სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა უნიკალური დიზაინ-ობიექტები — პაზლის კედელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვოლვოს გამოსახულებით, ხელნაკეთი ნარდი, რომლის ქვებად შვედური ბრენდის ავტომობილების მოდელებია გამოყენებული, საგზაო მოძრაობის თემაზე შექმნილი ლაბირინთი და ვოლვოს ბრენდის დეტალებით წარმოდგენილი სხვა არაერთი ინსტალაცია. თითოეული დეტალი ასახავს ხედვას — დიზაინის სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მომხმარებელზე ზრუნვას. პროექტი საქართველოში სათამაშო აპარატების ერთადერთ ქართულ ბრენდთან იონთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
სივრცის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე Material Editors-მა იმუშავა.
მარიამ გვაზავა, Material Editors-ის არქიტექტორი: “ჩვენი გუნდისთვის საინტერესო ამოცანა იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვობის თამაშების თემაზე აგებული გარემო შეგვექმნა, სადაც ყოველ ელემენტში ვოლვოს ბრენდის იდენტობა იგრძნობა.
თითოეული დეტალი აგებულია ვოლვოს სტილზე, სკანდინავიურ მინიმალიზმზე, სანდოობასა და ინოვაციურ აზროვნებაზე. განათების საშუალებით სივრცე ერთგვარ სცენად გარდავქმენით, სადაც მთავარი ყურადღება თამაშებსა და ადამიანურ ურთიერთობებზეა გამახვილებული“.
ვოლვოსა და ტერმინალის ერთობლივმა პროექტმა ინოვაციური სივრცის შექმნით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოაჩინა — ადამიანზე ორიენტირებული სიახლე, მაღალი ხარისხი და შთაგონებაზე დაფუძნებული გამოცდილება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები