Silk ბანკის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ჩატბოტი — მომხმარებელთან კომუნიკაციის ახალი სტანდარტი
ფოტო: სილქ ბანკი
Silk-ის მობაილბანკში მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით საინტერესო სიახლეა — დაინერგა AI ჩატბოტი და უმოკლეს დროში განსაკუთრებული შედეგიც აჩვენა. კერძოდ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ახალმა ჩატბოტმა ჩაშვებიდან სულ რაღაც ხუთ დღეში ქოლცენტრის დატვირთვა 65%-ით შეამცირა და მომლოდინეთა რიგი 90-ჯერ ააჩქარა. ამ გადაწყვეტილებამ, პრაქტიკულად, გააქრო კლიენტთა ლოდინის დრო და პასუხის საშუალო სიჩქარე 20 წამზე ნაკლებზე ჩამოიყვანა, რაც ქართულ საბანკო სექტორში მომსახურების სრულიად ახალ სტანდარტს განსაზღვრავს.
ეს მიღწევა ბანკისთვის ბაზარზე პირველად დანერგილი ინოვაციების სერიის უახლესი ნაწილია. Silk ბანკმა მანამდე შექმნა სესხის დამტკიცების სრულად ციფრული პროცესი, ახალი კლიენტებისთვის, ორ წუთზე ნაკლებ დროში, წარმოადგინა შოპინგ ბარათი "მერე", საქართველოში თუ საზღვარგარეთ შენაძენის განაწილებისთვის (ეფექტურ 0%-ად) და გახდა პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც კრიპტოვალუტის სერვისების ინტეგრაცია შეძლო.
რა თქმა უნდა, საინტერესოა ის პროცესები, რაც ჩატბოტის ჩაშვებას უძღოდა წინ, რის შესახებაც ინფორმაციას გვიზიარებენ silk-ის ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის პროექტების ხელმძღვანელი ალექსი კვიტატიანი და მომხმარებელთა კმაყოფილების მენეჯერი მარიამ დოლბაია.
ფოტო: სილქ ბანკი
როგორ დაიგეგმა და შეიქმნა AI ჩატბოტი?
ალექსი კვიტატიანი: იდეა ქოლცენტრში არსებული რეალური პრობლემის საფუძველზე გაჩნდა. კერძოდ, ძალიან რთულია, მომხმარებელთა უდიდეს რაოდენობას მიაწოდო საჭირო ინფორმაცია თუ საკითხების გადაჭრაში დაეხმარო. შემდეგ გავაანალიზეთ, რამდენად შესაძლებელი იყო გარკვეული პასუხების სტანდარტიზაცია, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადავწყვიტეთ. უბრალოდ, დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით — არსებულ AI სისტემებს ქართულად გამართულად საუბარი არ შეეძლო. თუმცა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი დიდი ენობრივი მოდელი (LLM) სპეციალურად ქართულ ტექსტებზე დატრენინგდა, რის შედეგადაც ხელოვნურმა ინტელექტმა ამ მიმართულებით საგრძნობლად წაიწია წინ.
სატესტო რეჟიმში ავაწყვეთ AI ჩატბოტი, რომელიც თანამშრომლებს ინფორმაციების მოძიებასა და ონბორდინგის პროცესში ეხმარებოდა. შედეგები მართლაც შთამბეჭდავი იყო, რამაც დაგვარწმუნა, რომ მზად ვიყავით, მომხმარებლებისთვისაც შეგვექმნა ჩატბოტი. ასე ვთქვათ, შიდა გამოყენებისას მეტი შეცდომა „ეპატიება“ AI სისტემას, მაგრამ, თუ მომხმარებელს უზიარებ პროდუქტს, ხარვეზების რისკი მინიმუმამდე უნდა შეამცირო.
გარდა ენობრივი ბარიერისა, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩატბოტზე მუშაობისას?
ალექსი კვიტატიანი: ხელოვნური ინტელექტი არ არის დეტერმინისტული — ვგულისხმობ იმას, რომ 100-იდან 100 კითხვა რომ დასვა, ანალოგიურ პასუხებს ვერასდროს მიიღებ. ვფიქრობდით, როგორ მოგვექცია ჩატბოტი ჩარჩოებში — ანუ ერთგვარ თანამშრომლად გვექცია, რომელსაც თავისი ცოდნის არეალი აქვს. შესაბამისად, AI-სთვის დამახასიათებელი ჰალუცინაციებისთვისაც უნდა აგვერიდებინა თავი. ძალიან ბევრი მოკვლევა ჩავატარეთ და საბოლოოდ მივაგენით, როგორ შეგვეძლო ჩატბოტის არადეტერმინიზმის მინიმუმამდე შემცირება.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, აგრეთვე, ინფორმაციის შეგროვება და მისი განახლების სისტემის მოფიქრება. AI-ს პასუხები მთლიანად დამოკიდებულია მიწოდებულ კონტექსტზე, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მდიდარი და ხარისხიანი ინფორმაცია დევს ბექში. ორი შედეგი მივიღეთ — შეიქმნა 50-60-ამდე ახალი დოკუმენტი, რომლებიც პროცესებს უფრო ნათლად ასახავს ბანკში.
როგორი ხედვა გაქვთ მომავლისთვის? რამდენად შესაძლებელია, რომ AI ჩატბოტმა სხვა პროდუქტებშიც შეასრულოს როლი?
ალექსი კვიტატიანი: სამომავლოდ ძალიან ბევრი პროდუქტის შექმნას ვაპირებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პირველ რიგში, ეს იქნება AI ჩატბოტის განვითარება — კერძოდ, ამ ეტაპზე ჩატბოტი პირად ინფორმაციებზე არ საუბრობს, მომხმარებლებს ცნობებს აწვდის მხოლოდ ზოგად პროდუქტებსა და სერვისებზე, ასევე მიმდინარე შეთავაზებებზე. ამრიგად, საუბრის 70% არ გადადის ქოლცენტრის თანამშრომელთან. ამასთანავე, შიდა გუნდშიც ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რათა მეტად დაჩქარდეს პროცესები და ყველას მარტივი წვდომა ჰქონდეს სასურველ ინფორმაციაზე.
ამავდროულად, უკვე ვმუშაობთ აგენტზე, რომელიც შეძლებს, უპასუხოს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რამდენი თანხა დამრჩა გადასახდელი სესხის დასაფარად? რა ეტაპზეა ჩემი სესხის განაცხადი? რატომ ვერ გავდივარ რეგისტრაციას? ამასთან ერთად, აგენტი შეძლებს მომხმარებლის ამოცნობას და მეტად პერსონალიზებული იქნება.
გარდა ამისა, 3-4 მიმართულებაში ვიყენებთ უკვე AI-ს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელმა ბანკმა დაიწყო ამ მიმართულებით ფიქრი. თავად მოდიან პრობლემებით და გვთხოვენ, AI-ს მეშვეობით გადავჭრათ ისინი. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა.
მარიამ, AI ჩატბოტის ჩაშვებამდე რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი გუნდისთვის? რა მოლოდინი გქონდათ შედეგებთან დაკავშირებით და რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი ეფექტიანი ჩაშვება?
ფოტო: სილქ ბანკი
მარიამ დოლბაია: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება, სისტემატიზაცია და სწორად დალაგება, რათა მათზე დაყრდნობით მომხმარებლების მთავარი საჭიროებები განგვესაზღვრა. ასევე, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჩატბოტისთვის მაქსიმალურად მარტივად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, გვსურდა, ჩვენი ოპერატორებისთვის რუტინული საქმე მოგვეშორებინა, ანუ მარტივ, სტანდარტულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ასე ისინი შეძლებდნენ, უფრო კომპლექსურ საკითხებზე ყოფილიყვნენ ფოკუსირებული, სადაც ადამიანური ჩართულობა ბევრად მნიშვნელოვანია.
თავიდან ჩვენი მოლოდინი საკმაოდ პრაგმატული იყო: გვსურდა, AI-ს ოპერატორების დატვირთვა შეემსუბუქებინა და სერვისის სისწრაფე გაეუმჯობესებინა. თუმცა რეალურმა შედეგმა მოლოდინს არა უბრალოდ გადააჭარბა, არამედ სრულიად ახალი პერსპექტივა დაგვანახვა. ჩვენი მთავარი მიღწევა აღმოჩნდა არა ის, რამდენ კითხვას პასუხობს ბოტი, არამედ ის, როგორ აკეთებს ამას.
ბაზარზე არსებული ბოტების უმრავლესობა მუშაობს მარტივი პრინციპით — ამოიცნობს საკვანძო სიტყვას და წინასწარ გამზადებულ პასუხებს აბრუნებს. ჩვენი მიდგომა კი იყო, შეგვექმნა სისტემა, რომელიც კონტექსტს გაიაზრებდა და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დამოუკიდებლად, ბუნებრივ ენაზე ააგებდა პასუხს.
არის თუ არა შემთხვევები, როდესაც კლიენტები მაინც ოპერატორთან საუბარს ამჯობინებენ?
მარიამ დოლბაია: როდესაც კონკრეტული არაორდინარული შემთხვევაა, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ვერ გვექნებოდა, აუცილებელია უშუალოდ ოპერატორის ჩართულობა. როდესაც პრობლემა უნიკალურია, მას ადამიანის ლოგიკური და კრეატიული მიდგომა სჭირდება, მაგალითად, პრეტენზიის დაფიქსირებისას ან ფინანსურ სირთულეებზე საუბრისას. ჩვენ თავად გვაქვს განსაზღვრული საკითხების კატეგორიები, რომლებზედაც კლიენტის შეკითხვისთანავე კვალიფიციური ოპერატორი ერთვება საუბარში.
ბუნებრივია, ბევრი მომხმარებელი, რომლებიც, სხვა, არაეფექტიან ჩატბოტებთან მიღებული გამოცდილების გამო, თავიდანვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. ისინი ხშირად დიალოგის დასაწყისშივე ითხოვენ ოპერატორთან საუბარს. ამიტომ, თუ კლიენტი ითხოვს ოპერატორთან დაკავშირებას, ჩვენ ამ პროცესს არ ვაფერხებთ. ესეც სტრატეგიის ნაწილია.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა AI ჩატბოტი გახდეს მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის ახალი სტანდარტი მთლიან საბანკო სექტორში?
მარიამ დოლბაია: კი, აუცილებლად — არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ თითქმის ყველა სფეროში. თუმცა სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს, უფრო ჰიბრიდულ პროცესად წარმოგვიდგენია — პირველ ეტაპზე ჩატბოტი უპასუხებს მარტივ და სტანდარტულ კითხვებს, თუმცა დროთა განმავლობაში ისე განვავითარებთ, რომ ბევრად კომპლექსურ კითხვებზეც ექნება პასუხები.
რეალურად, AI ხდება სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მომსახურების ეკოსისტემას. ჩვენ ამას ვხედავთ არა როგორც ჩანაცვლებას, არამედ როგორც ადამიანური პოტენციალის გამოთავისუფლებას. ჩვენი ოპერატორების ენერგია მივმართეთ იმ შემთხვევებზე, სადაც მთავარია არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ ადამიანური ფაქტორები: ემოციური ინტელექტი, კრიტიკული აზროვნება, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება და მაღალი პასუხისმგებლობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები