"ოცნების" პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო
ქართული ოცნების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მიხეილ ყაველაშვილი მას ხელს მოაწერს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აკრძალული ხდება:
- აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა. ცრემლმდენი/ მომწამლავი ნივთიერების ქონა — 15-დღიანი პატიმრობა;
- აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის — 15-დღიანი პატიმრობა. აქციის ორგანიზატორს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება;
- აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება — 60-დღიანი პატიმრობას; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა — 1 წლამდე პატიმრობას, მესამედ ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობას;
- პოლიციელის დაუმორჩილებლობა — 1 წლამდე პატიმრობა, განმეორებით ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობა;
კანონპროექტში განმარტებულია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულს, დედას, რომელსაც 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და 18 წლამდე შშმ პირის დედებს. აღნიშნული პირების მიმართ სადამსჯელო სახით ჯარიმა იქნება გამოყენებული.
"იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც არ შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, განსაზღვრულია 5000-ლარიანი ჯარიმა. თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, მაშინ 15 000-ლარიანი ჯარიმა," — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებაში.
რაც შეეხება არასრულწლოვანებს, თავდაპირველად ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ "ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე". მესამე მოსმენაზე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი უქმდება, რადგან "მიზანშეწონილი არაა".
"როგორც მეორე მოსმენის განხილვის დროს გამართულ სხდომაზე გავაკეთეთ დათქმა კონკრეტული ჩანაწერის 347-ე მუხლში და ასევე 353-ე ტერცია მუხლთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კონსულტაციების საფუძველზე, აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საჭიროებაც მიზანშეწონილი აღარ გახდა," — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები