ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი საქართველოს ბანკისგან — ინტერვიუ დაჩი გორგილაძესთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა სექტემბერში ორი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა: ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სრულად დისტანციური მიღება და თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა. სწორედ ამ ფუნქციონალებზე საუბრობს დაჩი გორგილაძე, საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner.
ახლახან საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ორი მნიშვნელოვანი განახლება წარადგინა. რა იყო ამ ცვლილებების განხორციელების მთავარი მოტივაცია?
ჩვენი მთავარი მიზანია, ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობა მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი გავხადოთ. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სრულად დისტანციურად მიღება და თანამშრომელთა მართვის განახლებული პლატფორმა სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ამ გზით კომპანიებს ვუზოგავთ დროს, რესურსს და ვაძლევთ შესაძლებლობას, ძირითადი ყურადღება განვითარებაზე გაამახვილონ.
მოდით, პირველ სიახლეზე ვისაუბროთ: ხელშეკრულების შესრულების გარანტია ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომია. რა სარგებელს მოუტანს ეს კომპანიებს?
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ. ადრე ასეთი გარანტიის მისაღებად საჭირო იყო ფილიალში ვიზიტი. ახლა კი მობილბანკში რამდენიმე ღილაკზე დაჭერა საკმარისია: განაცხადის შევსების შემდეგ გადაწყვეტილებას 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, ხელშეკრულება კი დაახლოებით ერთ საათში მზად არის და სრულად ციფრული ხელმოწერით დასტურდება.
დამატებით, ბლანკიანი დოკუმენტის საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ორი ალტერნატივა აქვს — მიიღოს იგი ფილიალში ან გამოითხოვოს ფოსტით. ამით მთლიანად ციფრული პროცესი კიდევ უფრო მოქნილი გახდება.
გარდა სისწრაფისა და კომფორტისა, რა უპირატესობები აქვს ამ პროდუქტს?
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გარანტია გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე – 75,000 ლარამდე. ხოლო ის, რომ დოკუმენტის მიღება სრულიად დისტანციურადაც შესაძლებელია, ბიზნესს მოქნილობას სძენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია.
მეორე განახლება თანამშრომელთა მართვის პლატფორმას ეხება. რა შეიცვალა ინტერნეტბანკში?
ბიზნესის ზრდასთან ერთად, საქმიანობის დელეგირება მნიშვნელოვანი ხდება. მით უფრო, როცა საქმე ფინანსების ეფექტიანად მართვას ეხება. სწორედ ამიტომ განვაახლეთ ინტერნეტბანკის პლატფორმა — ახლა ერთიან სივრცეშია შესაძლებელი თანამშრომელთა მოწვევა, როლების შექმნა და უფლებების მინიჭება.
ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ ერთ სივრცეში დავაკავშირეთ ჩვენი ბიზნეს პლატფორმები. მომხმარებლის მოწვევა ყველა ბიზნეს არხისთვის ერთი სივრციდან არის შესაძლებელი და მოწვეულ თანამშროლებს შეეძლება, როგორც ინტერნეტბანკიდან გადარიცხვა ისე, მაგალითად, ბიზნეს მენეჯერში განვადების დაბრუნების დადასტურება. ამით პროცესები გაცილებით უფრო ჩქარდება და მოქნილი ხდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციები საქართველოს ბანკისთვის გრძელვადიან სტრატეგიაში?
საქართველოს ბანკის ხედვა ბიზნესისთვის ციფრული სერვისების მუდმივი გაუმჯობესებაა. სწორედ ამ მუდმივმა სწრაფვამ ინოვაციებისკენ მოგვიტანა საერთაშორისო აღიარება — წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესთვის საუკეთესო სრულად ციფრულ ბანკად აღიარა, ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო SME პლატფორმის შექმნისთვის დააჯილდოვა.
როგორ ხედავთ ბიზნეს ციფრული სერვისების მომავალ განვითარებას?
ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბიზნესს მუდმივად ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული სერვისები. ვფიქრობთ, მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალს განვავითარებთ ჩვენს ციფრულ არხებში, შევქმნით პერსონალიზებულ გადაწყვეტებს და გავამარტივებთ პროცესებს ისე, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა საკუთარი კომპანიის განვითარებისთვის მეტი დროის გათავისუფლება შეძლონ.
გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის და საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობების შესახებ, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები