ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი "საქართველოს უნივერსიტეტის" ქონების დაყადაღებას ითხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ "საქართველოს უნივერსიტეტის" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. გურგენიძის მტკიცებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის დედაზე, გიული ალასანიაზე "ერთ ლარად გასხვისდა". რექტორის მოთხოვნაა ტექნიკურ უნივერსიტეტს ტერიტორია დაუბრუნდეს და "საქართველოს უნივერსიტეტს" ქონება დაუყადაღონ.
"არის იმის ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, იქ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არცერთი კაპიკი არ მიუღია. მან საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა თუ არა, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. [...]
ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და კვლავ უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება აუცილებლად იყოს დაყადაღებული, ასევე ვითხოვთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის. ასევე, ვითხოვთ, რომ ის მიღებული მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს," — განაცხადა გურგენიძემ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოცნების პრემიერმაც გააკეთა კომენტარი. კობახიძის თქმით, "ამ საკითხის შესწავლა საინტერესო იქნება" და დასძინა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრისთვის ინფრასტრუქტურის გადაცემა "ღია თავხედობაა".
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს," — განაცხადა კობახიძემ.
10 აპრილს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე "ნაციონალური მოძრაობის დროებით საგამოძიებო კომისიაზე" იმყოფებოდა, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა. გურგენიძის თქმით, "უნივერსიტეტის ტერიტორიის მიტაცება 2006 წელს დაიწყო და 2008 წელს ქონების უკანონო ჩამორთმევით" დამთავრდა. რექტორი იხსენებს, რომ ამ პერიოდში უნივერსიტეტში კონტროლის პალატა შევიდა და არასაკმარისი ფართების გამო, ავტორიზაცია შეუჩერდა.
"მთელი სახელმწიფო აპარატი ერთვება უნივერსიტეტიდან ქონების წაღებაში. ცენტრის ბაზაზე ყალიბდება შპს საქართველოს უნივერსიტეტი. რაც შეეხება ქონებას, მთელი ქონება, მთავრობის ერთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ჩამოერთვა," — თქვა დავით გურგენიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები