EPP "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ფოტო: epp
ევროპის სახალხო პარტია (EPP) განცხადებას აქვეყნებს, სადაც საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი ზრდისა და სრული კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო, EPP ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს, რომ "ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ეროვნულმა პარლამენტებმა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებმა არ აღიარონ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ვინაიდან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად გაყალბდა."
ევროპის სახალხო პარტია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც მოითხოვს და ქართულ ოცნებას ავტორიტარიზმისა და რუსეთის ორბიტისკენ სვლის გამო კიცხავს.
EPP პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შემთხვევების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას მოითხოვს.
EPP ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სავარაუდო შეჩერების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ რეჟიმის შეჩერების შედეგებზე ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი.
"ქართული ოცნება სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებას მოჰყვეს ევროკავშირის რეგულაციის (EU) 2018/1806-ის მუხლი 8a(1)(h)-ის საფუძველზე; და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ეს ზომა მიზნობრივად იქნეს გამოყენებული პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
EPP სანქციების დაწესებასთან დაკავშირებითაც წერს. მათი განმარტებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა "მმართველი რეჟიმის პოლიტიკურ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში", სანქციები უნდა დაუწესონ.
"მოითხოვს, რომ ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი რეჟიმის პოლიტიკური, ფინანსური და პროპაგანდისტული ელიტების, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებათა დარღვევებში და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში;
EPP ქართული ოცნებისგან მოითხოვს, უარი თქვას საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანის განზრახვაზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას", — წერია განცხადებაში.
EPP ქართულ ოცნებას მოუწოდებს, "დაადგინოს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი, უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თავისუფალი მოქმედება პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფო ტყვეობის პირობებში."
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები