Babolat X Lamborghini — კუს ტბა პადელის ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
ფოტო: თეგეტა
საერთაშორისო ბრენდების კოლაბორაციით თბილისში Babolat X Lamborghini-ს პადელის ტურნირი გაიმართა. ღონისძიებას "კუს ტბის პადელის" კლუბმა უმასპინძლა. სამოყვარულო ჩემპიონატი Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით ჩატარდა. პრემიუმ ბრენდების ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის მთავარი ინსპირაცია ორი კომპანიის გლობალური თანამშრომლობა გახდა.
მადონა ბაკურაძე, Lamborghini Tbilisi-ს კომერციული დირექტორი: "ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით და მათთვის ეს ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. პადელი საკმაოდ სხარტი სპორტია, რომელიც მოქნილობასთან, სწრაფ მოძრაობებსა და გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ასეთივეა Lamborghini, რომელიც განსაკუთრებული ხასიათითა და სიმძლავრით გამოირჩევა. სწორედ აქ ვხედავთ ამ ორ ბრენდს შორის კავშირს. ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ, ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში პადელის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას“.
ფოტო: თეგეტა
ჩემპიონატს, რომელიც წყვილებში ჩატარდა, ჯამში, 90 მონაწილე ჰყავდა. ქალების კატეგორიაში გაიმარჯვეს მაია ირემაშვილმა და ნარინე ეთარიანმა, კაცების კატეგორიაში კი - ლუკა კიკაბიძემ და ნუგზარ ბარქაიამ. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური პადელის ჩოგნები გადაეცათ, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით არის წარმოებული.
დავით ისლამოვი, Babolat-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: "Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია თავისი შინაარსით უნიკალურია. ექსკლუზიური Babolat X Lamborghini-ს პადელის ჩოგნები პრემიუმ მასალებითა და დიზაინით გამოირჩევა. გლობალურმა ბრენდებმა ამ სერიის წარმოებისას სწორედ ის გრაფიტი (ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა) გამოიყენეს, რომლითაც Lamborghini-ს ავტომობილები იწარმოება, რაც თამაშის დროს ჩოგანს განსაკუთრებით კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. ასეთი ტურნირის მოწყობა ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობთ, ამ ინიციატივამ საქართველოს სპორტულ ლანდშაფტს ახალი იმპულსი შესძინა“.
ფოტო: თეგეტ
პადელის ტურნირისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეირჩა - სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც კუს ტბაზე ახლად გახსნილმა თანამედროვე სტანდარტებით შექმნილმა პადელის კლუბმა უმასპინძლა.
ბესო ხარძიანი, "კუს ტბა პადელის“ თანადამფუძნებელი: "Babolat X Lamborghini-ს ტურნირი, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს კლუბს მიეცა შესაძლებლობა, ამ ტურნირის მასპინძელი ყოფილიყო საქართველოში და პადელის ახალი კორტები ასეთი პრესტიჟული ღონისძიებით გაგვეხსნა.
დღეისათვის საქართველოში პადელის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. ეს სპორტი განვითარების გზაზეა და, შესაბამისად, ხელშეწყობასაც საჭიროებს. ასეთი პოპულარული ბრენდების ჩართულობა კი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისონ. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურნირი პადელის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი იქნება საქართველოში“.
ფოტო: თეგეტა
კუს ტბის პადელის კლუბი სპეციალურად Babolat X Lamborghini-ს ტურნირისთვის განსაკუთრებულად მოეწყო. პრემიუმ ბრენდებმა მომხმარებლებისა და მონაწილეებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ ვისოლი, ალდაგი, სარაჯიშვილი, მაიზენი და DTK, რომლებმაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები