დიტო სამხარაძე

18 Oct. 2025, 14:47

დიმიტრი სამხარაძე: "არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, ქართული ოცნების წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითაც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება! სხვათა შორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ირაკლი კობახიძეც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში".

— წერს ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე. შეგახსენებთ, მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…