30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს
30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს 19 ოქტომბერს გზის "ხელოვნურად გადაკეტვის" ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ ვახო სანაიას. ამ დროისთვის განცხადებას ხელს 34 მედიაგამოცემა აწერს და სია განახლებადია.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვახო სანაიას "დაკავება რეპრესიების მაგალითი და ქართული ოცნების მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია".
"19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და ქართული ოცნების მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.
მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს", — წერია განცხადებაში.
ხელმომწერები:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/"მედიაჩეკერი"
მედიასახლი "გურია NEWS"
მედია აპრილი
ინდიგო
ბათუმელები/ნეტგაზეთი
რადიო WW
აჭარა თაიმსი
მედიაჰოლდინგი "ქრონიკა+"
რადიო “მარნეული”
სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK
ქართლის ამბები
ჩემი ხარაგაული
ტვ კავკასია
ტაბულა
ტვ პირველი
Artarea
რადიო ქალაქი
On.ge
სტუდია “მონიტორი”
"ინფო იმერეთი"
BMG (Business Media Georgia)
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
ფორმულა
სამხრეთის კარიბჭე
ქუთაისიპოსტი
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი
პროექტი 64
პუბლიკა
Chai Khana
მაუწყებელი
აი, ფაქტი
გურიის მოამბე
აქცენტი
OC Media
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები