პარტია "გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტს წყვეტს და "ოცნების" პარლამენტში მანდატებს გამოიყენებს
პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს, ოცნების პარლამენტში მანდატებს გამოიყენებს და ამასთანავე თვითმმართველობის ორგანოებშიც იწყებს მუშაობას.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო".
"პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა.
ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა! ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე!
მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას!
4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, უკიდურესად დააზიანა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და ოცნებას მისცა საბაბი, საკუთარ მომხრეებში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება.
ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების ამკრძალავ ახალ ანტიდემოკრატიულ კანონებს, ათობით დაპატიმრებულ დემონსტრანტს, მათ შორის ჟურნალისტებს, რასაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ევროპული განათლების მიღების შემზღუდავი ეგრეთ წოდებული განათლების ახალი რეფორმის ანონსიც დაემატა.
ვხედავთ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო დამძიმებას, პირდაპირ თავდასხმებს პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე. ის, რასაც ოცნების რეჟიმი გერმანიის ელჩის და გერმანიის წინააღმდეგ სჩადის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად შეიძლება შეფასდეს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესიდან გაქრობამ ხალხი რეჟიმის პირისპირ დაუცველი დატოვა – ყოველდღე ახალი პოლიტპატიმრები გვემატებიან.
ამიტომ არის ჩვენი მთავარი მიზანი განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლა! ამ ქვეყანაში არსებობს სხვა სიმართლეც და ჩვენ ეს სიმართლე სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ!
ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს!", — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, "პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე".
გახარიას პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 12 მანდატი აქვს, შესაბამისად, პარლამენტში ამდენივე წევრი შევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები