ოანა ცოიუ:

20 Oct. 2025, 14:31

ოანა ცოიუ: "რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ევროკავშირის ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენების გამო. რუმინეთსაც ახსოვს საკუთარი გამოცდილებიდან, როგორ იცავდა ხალხი დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლის და ევროპულ გზას ქუჩაში პროტესტით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და ასევე შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. სადაც ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ ლიდერებს არ დაემუქრებიან კანონით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს, თუ საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად მხარდაჭერის მიღება სურს".

— ამის შესახებ რუმინეთის პირველი დიპლომატმა, ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. (წყარო "ევროსკოპი")


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…