"აი, დარდი! მე ხომ ცოცხალი ვარ" — ჰელენ მირენი ასაკის მატებაზე
ფოტო: Alberto E. Rodriguez / Getty Images
ჰელენ მირენი 80 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და შეჩერებას არ აპირებს. ლეგენდარულმა ინგლისელმა მსახიობმა სულ ახლახან ითამაშა ნეტფლიქსის დეტექტიურ ფილმში ხუთშაბათის მკვლელობის კლუბი. იგი ასევე მონაწილეობს Paramount+-ის ახალ სერიალში MobLand. ბოლოდროინდელ პროექტებთან ერთად, უახლეს ინტერვიუში მირენმა არაერთ სხვა თემაზეც ილაპარაკა, მათ შორის, ასაკის მატებაზე და იმ შიშის აბსურდულობაზე, რომელიც ზოგიერთისთვის თან ახლავს ხანში შესვლას.
"აი, დარდი! მე ხომ ცოცხალი ვარ, შემიძლია ვიმუშაო, ჭიქა ღვინო დავლიო, მაკიაჟი ვატარო, მუსიკას მოვუსმინო, ლამაზი დაისი ვიხილო, თეატრში ან კინოში წავიდე, ნეტფლიქსს ჩავუჯდე და, უბრალოდ, ვიცხოვრო. ეს შესანიშნავია", — აცხადებს მსახიობი და ამატებს, რომ თავისი ასაკის ყველა მხარე მოსწონს.
თუმცა, მირენის თქმით, ასაკის მატებას არცთუ სასიამოვნო რაღაცები შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, თმის მოცულობის დაკარგვა. მსახიობი "დაკარგულად" თვლის კოვიდპანდემიის ორ წელსაც — ეს კი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, როცა იცი, რომ ბევრი წელი აღარ დაგრჩაო.
თუმცა, მსახიობი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი ადამიანების ხანგრძლივად ცხოვრებით შეპყრობის მიმართ. მისი თქმით, ეს ბუნების წინააღმდეგ წასვლაა.
"დიდი ხანია, იმ ასაკს გადავცდი, სადამდეც ალბათ ასიოდე წლის წინ ვიცხოვრებდი", — ამბობს მირენი, — "თუმცა, მაინც მგონია, რომ ცხოვრების გასახანგრძლივებელი რაღაცების მოგონება ოცნება, ფანტაზიაა. რადგან თუკი, მაგალითად, 150 წლამდე ცხოვრება უნდათ, 150 წლის ასაკს კი არ ნატრობენ, არამედ უნდათ, მაგ ასაკში 30 წლისას ჰგავდნენ. სამყარო და ბუნება კი ასე არაა მოწყობილი".
ჰელენ მირენი
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images
ამის მიუხედავად, მსახიობი ყველას ურჩევს, ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ. რამდენიმე თვის წინ, მირენმა თქვა, რომ ვარჯიშის დაწყება გვიანი არაა არც 50 ან 60 წლის ასაკს გადაცილებულებისთვის.
"აუცილებელი არაა, სავარჯიშო დარბაზში იაროთ, პატარა ცვლილებებით დაიწყეთ, მაგალითად, ფეხით სეირნობით ან იოგათი".
ახალ ინტერვიუში კი მსახიობი იმასაც აღნიშნავს, რომ არანაირი "სილამაზის რუტინა" არ გააჩნია — უბრალოდ, მოწევისგან იკავებს თავს. სამაგიეროდ, არ ერიდება მზეს: ამბობს, რომ მზის აბაზანების მიღება უყვარს, მაგრამ, ცხადია, მზისგან დამცავი საშუალებით.
მირენს ასევე ჰკითხეს, რას ურჩევდა მათ, ვისაც ასაკის მატების და ამის კვალის სახეზე დამჩნევის ეშინია.
"ეს მაინც მოხდება", — აღნიშნავს იგი, — "როგორც უნდა გეშინოდეთ, ეს არაფერს შეცვლის, მაინც მოხდება, ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ, ამასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ; ცხოვრების გზაზე დგომა ისწავლოთ. დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე, დაბერების ნუ შეგეშინდებაო. როცა 16 წლის ხარ, 30 წელი ასაკოვანად გეჩვენება და მას უფრთხი, მაგრამ როცა ოცდაათის ხდები, აღმოჩნდება, რომ თურმე შესანიშნავი ყოფილაო. 30-დან 40-მდე საუკეთესო პერიოდია და ამ დროს სულაც არ გინდა, ისევ თექვსმეტის იყო. 30 წლის ასაკი შესანიშნავია, ისევე, როგორც 40, 50, 60 და ასე შემდეგ. ცხადია, უარყოფითი მხარეებიც არსებობს, მაგრამ [ასაკის მატებას] კიდევ უფრო შესანიშნავი მხარეები აქვს და ამას თავადვე დაინახავ".
როცა სიტყვა თექვსმეტი წლის ასაკზე ჩამოვარდა, მირენმა ასევე თქვა, რომ "ერთი სული აქვს", ნახოს, როგორ შეცვლის მსოფლიოს ახალგაზრდობა.
"ამ ასაკში ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა — ქალამნად, მაგრამ სწორედ მათ უნდა მიხედონ დედამიწას, მათ უნდა გადაიბარონ მართვის სადავეები", — ამატებს იგი, — "ახლა მათი ჯერია. ჩემი დრო წავიდა, ასეა ყველაფერი მოწყობილი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები