სომხეთის ქალაქ გიუმრის მერი მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე კორუფციის ბრალდებით დააკავეს
სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი, კორუფციის ბრალდებით დააკავა მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიაში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა დაძაბული მდგომარეობა — პოლიციამ შენობა ალყაში მოაქცია და ღუკასიანის მხარდამჭერებს დაუპირისპირდა.
ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ღუკასიანი და კიდევ შვიდი პირი ბრალდებულნი არიან ქრთამის მოთხოვნასა და მიღებაში. მათ შორისაა 4 მილიონი დრამის ($10,000) გადახდა არალეგალურად აშენებული ნაგებობის ლეგალიზებისთვის. გამოძიების თანახმად, ღუკასიანმა და ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მოქალაქეს მოსთხოვეს თანხა იმის სანაცვლოდ, რომ 1,500 კვადრატული მეტრის უნებართვო მშენებლობა კანონიერად გადაეფორმებინათ — მათ დაჰპირდნენ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში შენობა თითქოს დანგრეულად და ხელახლა აშენებულად ჩაიწერებოდა.
კომიტეტის განცხადებით, საქმე გამოაშკარავდა მასშტაბური ფარული ოპერაციების შედეგად, რომლებიც სისტემურ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს. ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო ქსელის წევრები ქალაქის საკრებულოს მათთვის არასასურველ წევრებს შანტაჟით ემუქრებოდნენ, რათა პოლიტიკური გავლენა შეენარჩუნებინათ.
გიუმრიში, სომხეთის მეორე უდიდეს ქალაქში, დაძაბულობა დილიდან დაიწყო — სამართალდამცველები მერიის შენობაში შევიდნენ და თანამშრომლებს შესვლა-გამოსვლა აუკრძალეს. მოგვიანებით ადგილზე სპეციალური დანიშნულების წითელბერეტიანი რაზმები ჩაიყვანეს, რადგან შენობის წინ მერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი დაშავდა.
შუადღისას ღუკასიანი ცოტა ხნით გამოვიდა კაბინეტიდან და თანამშრომლებს მიმართა — "წავიდეთ, პრობლემა არ გვაქვს, არაფერი დაგვიშავებია". მოგვიანებით იგი დააკავეს და დაკითხვისთვის ერევანში გადაიყვანეს, რაც მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.
ღუკასიანის იურიდიული გუნდი აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ადვოკატის, არამაის ჰაირაპეტიანის თქმით, ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადება მტკიცებულებებს არასწორად წარმოაჩენს და გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მერის პირდაპირი მონაწილეობა არ ჩანს.
"არც ერთ ჩანაწერში არ არსებობს ქრთამის თემა, რომელიც ვარდან ღუკასიანს უკავშირდება, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელიც მმართველმა პარტიამ დადგა," — აღნიშნა ჰაირაპეტიანმა.
ანტიკორუფციულმა კომიტეტმა უარი თქვა კომენტარზე მის წინააღმდეგ გამოტანილი ბრალდებების შესახებ და მხოლოდ აღნიშნა, რომ გამოძიებამ გიუმრის მერიაში ქრთამის აღების, გამოძალვისა და ქონებრივი დოკუმენტების გაყალბების არაერთი შემთხვევა გამოავლინა.
ღუკასიანი ცოტა ხნის წინ მკვეთრად გააკრიტიკა პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო. საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავად ღუკასიანის მიმართ დაიწყებოდა "კანონის გამკაცრებული გამოყენება".
ვარდან ღუკასიანი სომხეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ის გიუმრის მერის თანამდებობას 1999-2012 წლებში იკავებდა, 2006-2017 წლებში კი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით პარლამენტში "კეთილდღეობანი სომხეთის" პარტიას წარმოადგენდა, ხოლო ბოლო ადგილობრივ არჩევნებში კომუნისტური პარტიის სახელით იყარა კენჭი. მისი გამარჯვება მმართველი "სამოქალაქო ხელშეკრულების" კანდიდატზე შეფასდა, როგორც ფაშინიანის პარტიის სერიოზული მარცხი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
არჩევნების შემდეგ ღუკასიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები