30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს "ფორმულას" ჟურნალისტ, ქეთა ციცქიშვილს.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და მას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.
"20 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია "ფორმულას" კიდევ ერთ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გაითვალისწინა, რომ ქეთა ციცქიშვილი 12 წლის ბავშვის დედაა და ქართული ოცნების მიერ ერთ დღეში მიღებული სადამსჯელო კანონების საფუძველზე მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და სოლიდარობას.
გუშინ, იმავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტსა და წამყვანს, ვახო სანაიას.
ამ დაკავებებს წინ უძღოდა "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად აუკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება.
ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები, პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების დაზიანების შემთხვევები, "ქართული ოცნების" პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით, დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული.
მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც "ქართული ოცნების" ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ყველა გზას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის შესრულებას, საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერები:
ინდიგო
ბათუმელები/ნეტგაზეთი
აჭარა თაიმსი
მედიაჰოლდინგი “ქრონიკა+”
რადიო “მარნეული”
ჩემი ხარაგაული
ტვ კავკასია
ტაბულა
ტვ პირველი
On.ge
სტუდია “მონიტორი”
“ინფო იმერეთი”
BMG (Business Media Georgia)
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
ფორმულა
სამხრეთის კარიბჭე
ქუთაისიპოსტი
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი
პუბლიკა
Chai Khana
მაუწყებელი
აი, ფაქტი
Accent
OC Media
JAMnews
პლატფომა კაქტუსი
Movement
ალიქ მედია ჯორჯია
პროექტი 64
ქართლის ამბები
რადიოWW
მაუწყებელი
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები