საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. სასამართლომ ე.წ. "ლიბიის საქმეში" სარკოზი დამნაშავეს ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სარკოზი რეზიდენციიდან მეუღლესთან, მომღერალ კარლა ბრუნთან ერთად გამოვიდა და ქუჩაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა, რომლებიც სკანდირებდნენ — "ნიკოლას!"
სამთვიანი სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ სარკოზიმ "კორუფციული გარიგება დადო ბოლო 30 წლის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორ", მუამარ კადაფისთან, რათა მისგან საარჩევნო კამპანიის დაფინანსება მიეღო.
სარკოზი დამნაშავედ ცნეს — კორუფციის, ლიბიის სახელმწიფო სახსრების განკარგვის ბოროტად გამოყენებისა და უკანონო საარჩევნო დაფინანსების ბრალდებებით.
სასამართლო პროცესზე სარკოზიმ უარყო დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი და განაცხადა, რომ იგი არ ყოფილა ჩართული კრიმინალურ შეთქმულებაში ლიბიისგან ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად. მან განაჩენი გაასაჩივრა და ახალი პროცესი ექვს თვეშია დაგეგმილი. თუმცა, მისი სასჯელის ხასიათიდან გამომდინარე, სარკოზიმ უნდა დაიწყოს სასჯელის მოხდა სანამ აპელაციის პროცესი მიმდინარეობს.
სარკოზიმ "ლე ფიგაროსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ციხეში წასაღებად მოამზადა ოჯახის ფოტოები და სამი წიგნი — მათ შორის იესოს ბიოგრაფია და "გრაფ მონტე-კრისტო", რომანი უდანაშაულო კაცზე, რომელსაც ციხე უსამართლოდ მიუსაჯეს და შემდეგ შურის საძიებლად ციხიდან გაიქცა. მან აღნიშნა, რომ პატიმრობის დროს წიგნს დაწერს.
Guardian-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების მიზნით სარკოზი იზოლირებულად მოათავსონ — დაახლოებით 9 კვადრატული მეტრის ზომის სამარტოო საკანში, რომელსაც ექნება საკუთარი საშხაპე და საპირფარეშო. მას არ ექნება მობილური ტელეფონი, მაგრამ ექნება პატარა ტელევიზორი. ციხის ტელეფონით შეძლებს იურისტებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებას. ოჯახის წევრებს კვირაში ორჯერ შეეძლებათ მისი მონახულება. სარკოზიმ თქვა, რომ მას ურჩიეს ყურსასმენები წაეღო. "ღამით ბევრი ხმაური ისმის — ყვირილი, კივილი" — აღნიშნა მან.
სარკოზი გახდა პირველი ფრანგი ლიდერი, რომელიც ციხეში მოხვდა მეორე მსოფლიო ომის, ფილიპ პეტენის შემდეგ, რომელიც ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს და ომის შემდეგ დააპატიმრეს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები