თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ფოტო: თიბისი
8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით, საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა. ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი თიბისი იყო.
50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი.
უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.
“ორივე კომპანია: ელექტრაფეი — საგადახდო სერვისების პროვაიდერი და კოინმანია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნები”, — თათული ქოჩაკიძე.
ბიზნესკონფერენცია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია ვეზირისთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.
“გამოფენაზე წარდგენილი ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. შევხვდით რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელს. ვეზირი ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორებიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ჩვენი უზრუნველყოფილია. ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია“, — დავით ანთაძე.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, კონსიერჟ თბილისი პრემიალურ სეგმენტს ყველა დახურული კარის გაღებას ჰპირდება.
“ჩვენ ვქმნით გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალსა და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში, ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა, რომ ბევრს არ ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი დიდი გამოცდილებითა და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე“, — ნინო სხირტლაძე.
კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ ეწვია ტაშკენტს ანოვას გუნდი.
“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. ანოვას პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალგახსნილი და, შესაბამისად, ბევრი თავისუფალი ნიშაა. სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება და ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება“, — ხათუნა მაღლაკელიძე.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები