დავით ზურაბიშვილი

22 Oct. 2025, 21:54

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ციხეში პოლიტიკური მოტივით ზის ორი ცნობილი მწერალი (ზვიად რატიანი და ბექა ქურხული), ერთი ცნობილი მხატვარი (ლევან მარგიანი), ერთი ცნობილი მსახიობი (ანდრო ჭიჭინაძე) და სამი ცნობილი ჟურნალისტი (მზია ამაღლობელი, ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი). ამის გარდა კიდევ სამოცზე მეტი წესიერი და პატიოსანი ადამიანია დაპატიმრებული, რომელთაგან ზოგი ნიკაპს ზემოთ აწეული შარფის გამო ზის, ზოგი ფეისბუქში პოსტის გამო და ზოგი კიდევ ვერც პოლიცია და ვერც მოსამართლე რომ ვერ ხსნის რატომ უნდა იჯდეს, მაგრამ ზის, პლუს ცხრა პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკოსიც ზის (მელია, გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია, ვაშაძე, ოქრუაშვილი, თარგამაძე, ჩხარტიშვილი, ხაბეიშვილი) და კიდევ მეათე ქვეყნიდანაა გაქცეული, თორემ ისიც იჯდებოდა.

ვიღაც იტყვის, კანონი დაარღვიეს და აბა რა ეგონათო. კი ბატონო, კანონის დარღვევა არაა სასურველი ამბავი, მაგრამ კანონიცაა და კანონიც! ნაცისტურ გერმანიაში ებრაელი თუ იყავი, კანონის მიხედვით უკვე დანაშაულად გეთვლებოდა და იმ კანონების დამწერის, მიმღების და შემსრულებლის თავზეც გავიარე, აბსურდული ბრალდებით და პოლიტიკური მოტივით ამდენი ადამიანის ციხეებში გამომწყვდევას რომ გულისხმობს.
მოვა დრო და ეს ამბავი თაობიდან თაობებს გადაეცემა, როგორც ერთ-ერთი უსამარცხვინოესი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
მოკლედ, ერთი დიდი პოეტისა არ იყოს, ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის თქვენზე შთამომავლობა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…