ჟინი, რომელმაც წერტი შექმნა — საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
წარმატებული ბიზნესიდეა ზოგჯერ კონკრეტული პრობლემის პასუხად ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა გონაშვილის, წერტის დამფუძნებლის ისტორია ასეთია.
ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ბიძინასა და მის მეგობრებს საკვების საწარმო ჰქონდათ, რომელიც ფერმერებს კომბინირებულ საკვებს აწვდიდა. თუმცა, ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია და, შესაბამისად, თანხის გადახდა უჭირდათ. ბიძინამ და მისმა მეგობრებმა მარტივად დაინახეს პრობლემაც და გამოსავალიც: მათ გახსნეს მაღაზია, სადაც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის საშუალება მიეცათ.
სახელი წერტი შემთხვევით არ შერჩეულა. ბიძინამ გაიხსენა, რომ მის სოფელში არსებობდა ადგილი, რომელსაც წერტის მოსახვევი ერქვა და სადაც ძველად სოფლის პროდუქცია იყიდებოდა. ამ ისტორიულმა კონცეფციამ საწყის იდეას სიღრმე და უნიკალურობა შესძინა — ასე გაერთიანდა წარსულის გამოცდილება, აწმყოს პრობლემა, მომავლის ხედვა და გაჩნდა წერტი.
გამოწვევები და შეუპოვრობა
იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე არ არსებობს. წერტისთვის პირველი დიდი დაბრკოლება პანდემია აღმოჩნდა, რომელმაც სრულად შეცვალა დღის წესრიგი და ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწია.
“ბევრი გვეუბნებოდა, რომ გავჩერებულიყავით, თუმცა ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქცეთ, როცა არა თუ გავჩერდით, არამედ ახალი ფილიალი გავხსენით.“
ბიძინას თქმით, ყველა ბიზნესიდეასა და მის სისრულეში მოყვანას უნიკალური გამოცდილება ახლავს. ამიტომ, ყველა ახალი წამოწყებისას გულწრფელი და ღია გაზიარება ეხმარება:
“რაც უნდა წინასწარ გათვალოთ მოსალოდნელი რისკები ან პრობლემები, რეალობაში სულ სხვა სურათი დაგხვდებათ — გამკლავებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ შთაგონება და ჟინი.“
წერტის მთავარი გამოწვევა პირველადი ემოციური მუხტისა და დისციპლინის შენარჩუნებაა.
“ხშირად არის მომენტები, როცა ვფიქრობთ, ღირდა კი ეს ყველაფერი ამად? სხვანაირად ცხოვრება არ შეგვიძლია და კი, რა თქმა უნდა, ღირდა და ღირს.“
დღეს წერტი ფერმერებს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია გაყიდონ, მომხმარებელს კი, ხარისხიანი სოფლის პროდუქტი შეიძინონ. კომპანია უწყვეტად ვითარდება და მომავალში სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.
წერტის ამბავი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სირთულეები წარმატების საწყისად შეიძლება იქცეს, თუკი მათ გაბედულებას, ჟინს და შეუპოვრობას დავახვედრებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები