რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში — თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ფოტო: თიბისი
22 ოქტომბერს, სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა. D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს ტარდება. შეხვედრების მიზანი საერთო ინტერესებისა და თემების გარშემო საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანების დაკავშირება იყო.
ამჯერად, დისკუსია ეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-სა და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე.
ტექსფეროს წარმომადგენლების გარდა, დამსწრეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს თემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩარევის გარეშე.
თუ ჩვეულებრივი AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა და მარკეტინგიც კი.
დისკუსიის მოდერატორის, ანტრეპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც პროცესში ადრე ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მიანიჭებს.
“ნებისმიერ სფეროში, სადაც უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება”, — აღნიშნა დავით ციცქიშვილმა.
“არ იცვლება მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნა — მაღალი ხარისხი და ეფექტურობა“, — უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა, BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით.
“სამი წლის წინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, მივხვდით, რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი დომინირებდა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია, რომ არსებული ყველა ტექნოლოგია უბრალოდ ჩაიკარგება, რადგან ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით, ჩვეულებრივი ენით“. — აღნიშნა მან.
5 ნოემბერს, ოთხშაბათს, D Block-ის დილის შეხვედრების შემდეგი სერია გაიმართება და საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანები ამჯერად სხვა საინტერესო თემის გარშემო გაერთიანდებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები