რა დეტალებია ცნობილი ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე?
1-ელ ოქტომბერს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელ და ექიმ გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. თავდასხმისას მიღებული მძიმე თავის ტრავმით ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამ კვირაში კი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ორი პირი დააკავა.
რა მოხდა?
გარდაცვლილის დედის, ეკა კუპატაძეს ინფორმაციით, გიგა ავალიანი 16 წლის ნ.ი.-ს მათემატიკის რეპეტიტორი იყო. კუპატაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ავალიანსა და არასრულწლოვანს შორის მიმოწერა და მისი განცხადებით, "ამ მიმოწერით აეჭვიანა ნ.ი-მ შეყვარებული ა.გ."
25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა დანაშაული "ეჭვიანობის ნიადაგზე" ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა," — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
26 ოქტომბერს, შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 2007 წელს დაბადებული გ.რ., რომელსაც ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პირიუკვე დაკავებულ პირთან ა.გ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.
"გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა," — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
შსს-მ NEWS.On.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია 2009 წელს დაბადებული ნ.ი. წინააღმდეგ რა სამართლებრივი ზომები გატარდება. 25 ოქტომბერს, გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები