"ძლიერი საქართველო — ლელო" პარტიების აკრძალვის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
ფოტო: ლელო — ძლიერი საქართველო
დღეს ძლიერი საქართველო — ლელო საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და მოითხოვს ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელს გიორგი სიორიძე შეიტანს.
"ჩვენ გავასაჩივრებთ იმ ანტიდემოკრატიულ ნორმებს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო და რომელთა საფუძველზეც სურს, რომ ოპონენტი პოლიტიკური პარტიები აკრძალოს. ეს ნორმები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას," — აცხადებს გიორგი სიორიძე.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
"ძლიერი საქართველო — ლელო საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა ოცნების რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.
პარტიის განცხადებით სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.
გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება — თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა," — ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.
ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ცვლილებათა პაკეტში, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს, შესულია იმ პირების საქმიანობის აკრძალვაც, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან რომელიმე პარტიის წევრი, "მაგრამ საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ".
უცნობია ზუსტად როდის შეიტანს ქართული ოცნება სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ. ოცნების წევრის, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, დღეს, 18:00 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც სარჩელი კიდევ ერთხელ გადაიხედება.
"უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00-საათზე გაიმართება. კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს. თუ ჩავთვლით, რომ ის იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანოთ — შევიტანთ, თუ უმრავლესობის მიერ ჩაითვლება რომ კიდევ რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ 4-5 დღე ან ერთი კვირა რაიმეს გადაწყვეტს. არავის არ სჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როცა სამართალთან გვაქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყველა მითითებული ფაქტი მტკიცებულებით არის დამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელი. იმის გამო, რომ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. მიტინგზე არ მივდივართ, მივდივართ სასამართლოში. თავს "ნაციონალებივით" არ ჩავიგდებთ. წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში — წააგებენ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მივალთ სამართლებრივად, გამართული დოკუმენტით", — განაცხადა შარმანაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები