ბრძოლა ევროპულ ელიტაში მოსახვედრად — როგორ მოვიპოვეთ ადგილი A დივიზიონში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
2009 წლის სექტემბერი ათვლის ის წერტილია, საიდანაც ქართულმა კალათბურთმა ახალი, სირთულეებითა და გამარჯვებებით სავსე თავგადასავალი დაიწყო. B-დან A დივიზიონში გადასვლა იმას ნიშნავდა, რომ უფრო დიდი კალათბურთისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყავით. იმედი არც სხვისთვის, არც საკუთარი თავისთვის გაგვიცრუებია — მას შემდეგ, ზედიზედ ექვს ევრობასკეტზე ვითამაშეთ და ბოლოს, მოლოდინსაც გადავაჭარბეთ: ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს მოვუგეთდა ნახევარფინალში გასვლის ამბიციაც გაგვიჩნდა.
ახლახან დასრულებულ ტურნირთან დაკავშირებით უკვე ნოსტალგიით ვსაუბრობთ. დრო სწრაფად გადის — იმ დღეების გადმოსახედიდან, როდესაც A დივიზიონში გადასასვლელად ვემზადებოდით, ეს საოცნებოც კი იყო. მაშინ ქართულ საკალათბურთო ოჯახს ერთი მთავარი მიზანი ჰქონდა: გვეთამაშა A დივიზიონში და ვყოფილიყავით ევროპული საკალათბურთო ოჯახის მუდმივი წევრი.
2009 წლის 26 აგვისტოს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ერთ-ერთი უკანასკნელი მატჩი გამართა: შვედებთან რევანში გვქონდა ასაღები, რადგან იმავე წელს, სკანდინავიელებმა 2 ქულით დაგვამარცხეს. თუმცა, სასწორზე გაცილებით მეტი იდო: გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზე გავდიოდით, რაც 2-მატჩიანი დუელისკენ გვიხსნიდა გზას და თუ იქაც მოვიგებდით, ევროპის საუკეთესო ნაკრებთა მარაქაში გავერეოდით.
იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 82:72 დაამარცხა. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სიტუაცია მე-3 მეოთხედში დაიძახა, როდესაც შვედები წინ გასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ ბუს — გიორგი ცინცაძის ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, წინ გავიჭერით, რასაც შვედებმა კვლავ საპასუხო 3-ქულიანებით უპასუხეს. ამ დროს, სცენაზე ზაზა ფაჩულია დადგა: ჯერ უშუალო მეურვეს ააღებინა მე-5 პერსონალური ჯარიმა, შემდეგ კი 2 უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. ამის შემდეგ, მეტოქეს თამაშის შემოტრიალების საშუალება აღარ მივეცით.
თამაშის დასრულების შემდეგ, შვედეთის მთავარმა მწვრთნელმა კოსტას ფლევარაკისმა, თქვა: საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია და მჯერა, ბელარუსს მოუგებთ და A დივიზიონში გადახვალთო. ყველასთვის ნათელი იყო, რომ საქართველო ევროპულ საკალათბურთო ელიტაში შესაბიჯებლად მზად იყო, თუმცა მიზნამდე მას 2 მატჩი აშორებდა.
“ან ვიგებთ ბელარუსთან, ან კიდევ დიდი ხნით ვემშვიდობებით ევროპას”, — ეს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას სიტყვებია. 3 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსში ჩაფრინდა. შეხვედრა არა მინსკში, არამედ 200 კილომეტრის მოშორებით, მოგილიოვში იყო დაგეგმილი. მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა, თუმცა ჩვენი კალათბურთელები სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. გასვლით შეხვედრაში გამარჯვება უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ნიშნავდა.
ბელარუსისთვის, ჩვენთან გადაკვეთა, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია იყო. "ზაზა ფაჩულია რამდენიმე კალათბურთელს უდრის", — თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი მატჩის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე. ალექსანდრ პაპკოუმ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულის გადაღლა და მათი პერიმეტრიდან ამოყვანა ბელარუსის მთავარი ამოცანა იქნებოდა. თუმცა… ტაქტიკურ ჭიდილში, პაპკოუს ვიზავი იგორ კოკოშკოვი გახლდათ. NBA-ის გამოცდილების მქონე სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-დან ედგა სათავეში და პაპკოუსთან დაპირისპირებაში, მკაფიო უპირატესობა ჰქონდა.
ბელარუსში ქართველებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს — მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 75:89 დაამარცხეს. სროლების თვალსაზრისით, შესანიშნავი მაჩვენებლები გვქონდა: ფაჩულიამ 11 საჯარიმოდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა, კოტე ტუღუშმა კი 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
საპასუხო შეხვედრა თბილისში, ქომაგებით გადავსებულ სპორტის სასახლეში გაიმართა. ცხადია, 14-ქულიანი ფორის განიავებას არავინ ვარაუდობდა, თუმცა კოკოშკოვი სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებდა. მეტოქემ თავისი მაქსიმუმი გამოავლინა, თუმცა მცირე სხვაობით მაინც დამარცხდა (86:84), საქართველომ კი ისტორია გადაწერა: გავხდით ევროპული კალათბურთო ელიტის წევრი და ასპარეზობა გავაგრძელეთ იქ, სადაც თამაშს ვიმსახურებდით, როგორც თამაშით, ისე შემადგენლობითა და ქორქია-საკანდელიძის საკალათბურთო ტრადიციებით.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები