ქარტია: ვგმობთ მედიის წარმომადგენლების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბოლო კვირაში მედიის 9 წარმომადგენლის დაკავებებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ გმობს ჟურნალისტებისთვის "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მათთვის წაყენებულ დაუსაბუთებელ ბრალსა და მათ მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სასჯელს".
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, მაიკო ბოკერია, "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემის "დროება" ოპერატორი ნიკა პატარაია, "ფორმულას" საღამოს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია, დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი და სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასჯელმისჯილ ჟურნალისტებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
"ამ ქმედებებს ქარტია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვად და პროფესიული თემის დაშინების მცდელობად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს.
22 ოქტომბერს, პოლიციამ უხეში ძალის გამოყენებით დააკავა ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებისას ის ტროტუარზე იდგა და პოლიციას ემოციურად უხსნიდა, თუ რა მოხდებოდა, თუკი საქართველო რუსეთთან დაახლოებას განაგრძობდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე დიდი ხანია, სამეურვეო საბჭოს წევრის მანდატის ფარგლებში, აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და მისი მენეჯმენტის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.
22 ოქტომბერსვე, სახლთან დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი. მას სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მოთხოვნით შარშან დააკავეს, საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე დაყო. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.
24 ოქტომბერს სახლთან დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, მაიკო ბოკერია. შსს მათაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს, როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას — 5,000-ლარიანი ჯარიმა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სანამ მას საზოგადოებრივ მაუწყებელში ეთერი ჰქონდა, ყოველ საინფორმაციო გამოშვებას მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით იწყებდა. ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა.
24 ოქტომბერსვე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. სასამართლომ მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, პოლიციამ დააკავა ნიკა პატარაია, ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემის "დროება" ოპერატორი. სასამართლომ ოპერატორს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
წინა დღეებში დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს ტელეკომპანია "ფორმულას" საღამოს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია, დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი და სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. სასამართლომ მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, შესაბამისად, 6, 5 და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 24 ოქტომბერს, იმავე საბაბით დააკავეს გადაცემა "ყოველდღეს" თანაწამყვანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს "პუბლიკას“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილის შემთხვევა. 24 ოქტომბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. "პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ჟურნალისტი მანქანაში ჩასვეს, სადაც ის დაახლოებით 50 წუთს შეაყოვნეს. მათ ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს დაჰკავშირებოდა. მოგვიანებით, პოლიციელებმა ჟურნალისტი სახლში დააბრუნეს, უთხრეს რა რომ "სხვაში შეეშალათ". "პუბლიკას" აზრით, საქმის გარემოებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს - პოლიციელებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ და ის მხოლოდ ფაქტის გახმაურების შემდგომ გაათავისუფლეს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები