რა წერია "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში?
რომელი პარტიების აკრძალვას ითხოვს ოცნება?
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს იწყებენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სარჩელით 3 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვენ, ესენია: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო — ლელო.
"დღეს ვიწყებთ ჩვენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საფუძველზე ფრაქცია ქართლი ოცნების, პოლიტიკური ძალების ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივამართავთ საკონსტიტუციოს სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.
[...] ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია — დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე კი ევროპას — სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
— აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
— აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ., — თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ოცნება საკრებულოში ლელოს 59 მანდატის გაუქმებას არ ითხოვს:
შალვა პაპუაშვილის თქმით, "კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით.
"ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.
ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად", — განაცხად შალვა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით არ მიმართავს:
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი არ მოიცავს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვის დაწესებას.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "პირველი ეტაპი მათი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებითაა.
"ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
რომელი ოპოზიციური პარტიები არ მოხვდნენ ასაკრძალი პარტიების სიაში?
ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების სიაში არ მოხვდნენ: გახარია საქართველოსთვის, იაგო ხვიჩიას გირჩი, ფედერალისტები, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია და ევროპული საქართველო.
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს" და არჩევნების საბოტაჟის "არგუმენტიდანაც გაითავისუფლეს თავი".
"სამ პარტიას ეხება სარჩელი, მაგრამ მიგითითეთ, რომ მათთან დაკავშირებულ პარტიებიც არიან, მაგრამ, ვინაიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებული კრიტერიუმია, რომ პარტია არამხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უნდა უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებზე ამ ეტაპზე არ შეგვაქვს საჩივარი.
რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება და პარტიის რელევანტურობა. გახარიას პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ, რადგან მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდევ, ამ მხრივ ამ არგუმენტიდანაც თავი გაითავისუფლეს," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მეტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე:
- "ძლიერი საქართველო — ლელო" პარტიების აკრძალვის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელს ეხმაურება
- ლევან ალაფიშვილი: პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებით "ოცნებამ" შეიძლება "კონსტიტუციური გადატრიალება" მოახდინოს
- ლევან ალაფიშვილი: კონსტიტუცია მოქალაქის პარტიაში გაწევრების უფლების ჩამორთმევა-აკრძალვას არ უშვებს
- ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აკრძალვა" ათამდე პარტიას შეეხება — რომელ პარტიების აკრძალვა სურთ და რა პრინციპით?
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები