გერმანიამ ჩეჩენი მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის 12 ნათესავი დაადეპორტა
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის 12 ნათესავი დაადეპორტა. ხანგოშვილი ჩეჩენი საველე მეთაური იყო, რომელიც ბერლინში რუსეთის მიერ ორგანიზებულ მკვლელობაში დაიღუპა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დეპორტირებულებს შორის მისი ძმა — ზურაბ ხანგოშვილიცაა.
Deutsche Welle-ს ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი, მანანა (რაისა) ციატიევა აცხადებს, რომ 23 ოქტომბერს გერმანიის პოლიციამ ზურაბ ხანგოშვილის ბინის კარი ძალით შეამტვრია და ფიზიკური ძალა გამოიყენა მისი 24 წლის შვილის მიმართ.
ციატიევამ ოჯახის წევრზე დაყრდნობით თქვა, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, შემდეგ კი აეროპორტში გადაიყვანეს და ჩარტერული რეისით საქართველოში გამოგზავნეს. Deutsche Welle აღნიშნავს, რომ ოჯახის ადვოკატები დეპორტაციის შეჩერებას ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ხანგოშვილები გერმანიაში დაახლოებით სამი წლის წინ შვედეთიდან გადავიდნენ. Deutsche Welle-ს ცნობით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ხანგოშვილი გერმანიაში ყოფნის დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე ნერვიულობდა.
24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მიმართულებით განხორციელებულ რეისზე სულ 48 ადამიანი გააძევეს. მან აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების ვინაობაზე ვერ ისაუბრებდა და დასძინა, რომ დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა პარლამენტში არჩეული პარტიების კოალიციურ შეთანხმებას უკავშირდება. ბრანდენბურგის ფედერალური შტატის ხელისუფლებამ კომენტარზე უარი განაცხადა.
გერმანიის ოფიციალური უწყებების მხრიდან დეპორტირებულთა ზუსტი ვიზის სტატუსი და გაძევების მიზეზები განმარტებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბერლინმა უკანონო მიგრაციასთან მიმართებით უფრო მკაცრი ზომების მიღება დააანონსა, თუმცა ხანგოშვილების ოჯახის გაძევების კონკრეტული საფუძველი უცნობია.
ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ამ შემთხვევამ დიპლომატიური სკანდალი და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების სერიოზული გაუარესება გამოიწვია. გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს ბრძანებით შესრულდა.
მკვლელობის შემდეგ გერმანიის პოლიციამ დააკავა რუსი მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დააკავა. ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაული მოსკოვის მიერ იყო ორგანიზებული. კრასიკოვი ადრე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ელიტური დანაყოფის "ალფას" წევრი იყო. ის მოგვიანებით 2024 წელს რუსეთში პატიმრების გაცვლისას დაბრუნდა, სადაც მას პირადად ვლადიმირ პუტინი მიესალმა.
პუტინმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროს აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თუმცა ამ განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება განცხადებისთვის არ დაურთავს. ასევე არ განმარტა, რომელ აფეთქებებს გულისხმობდა — 2004 წლის ორ შეტევას, სადაც ჯამში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუ 2010 წლის აფეთქებებს, რომლებმაც 40 ადამიანი იმსხვერპლა. გერმანიის სასამართლომ ეს განცხადებები გადაწყვეტილების მიღებისას არ განიხილა.
ამ დროისთვის ზურაბ ხანგოშვილისა და მისი ოჯახის ბედი საქართველოში გაურკვეველია. კომენტარი მათ დეპორტაციაზე არც რუსულ მხარეს გაუკეთებია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები