ეკა ჭიჭინაძე: "ანდრო ჭიჭინაძე ჩემი უახლოესი ნათესავია, ძალიან მიყვარს. ანდროს შეეშალა აჰყვა სულელურ რაღაცებს"
ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ლაბაძეს განუცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე საზოგადოება არ დგას". დღეს დასმულ კითხვაზე — ფიქრობდა, თუ არა ოცნების დეპუტატი, რომ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახი არ წარმოადგენს საზოგადოებას, ეკა ჭიჭინაძემ უპასუხა:
"ანდრო ჭიჭინაძე ჩემი უახლოესი ნათესავია, ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ბიჭია.
ჟურნალისტის კითხვაზე — იმსახურებს ის ციხეში ჯდომას? ეკა ჭიჭინაძე პასუხობს:
შეეშალა ანდროს, შეეშალა, აჰყვა სულელურ რაღაცებს. შეცდომაშია შეყვანილი, არასწორ მხარეს დადგა თავისი სხვა მხრიდან ნათესავების.... ანდრო არის ძალიან კარგი ბიჭი, კარგი მსახიობი, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, უსიმპათიურესი, გული ძალიან ცუდად მაქვს, მართალი გითხრათ, ძალიან განვიცდი."
კითხვაზე არის თუ არა კრიმინალი ანდრო ჭიჭინაძე "ოცნების" დეპუტატის პასუხი ასეთი იყო:
"მე არ ვარ ძალოვანი სტრუქტურა, მე ვარ პარლამენტარი. ანდრო ჭიჭინაძემ ჩაიდინა დანაშაული, მეტი არაფერი არ შემიძლია გითხრათ. ალბათ იქ რაღაც ცუდად მოექცა პოლიციელებს, თუ რაღაც ასეთი, რომელიც არ შეიძლება. ჩემს შვილს რომ გაეკეთებინა იგივე, ჩემი შვილიც უნდა დაესაჯათ, ვერავის ვერ ვთხოვდი დახმარებას, — უპასუხა "ოცნების დეპუტატმა, ეკა ჭიჭინაძემ "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე.
მოგვიანებით, ეკა ჭიჭინაძის კომენტარს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძეც გამოეხმაურა და დაწერა: "ეს ძონძი ნახეთ რაა! ეს ქალის პროვოკაცია!"
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 29 ნოემბერს, ანდრო ჭიჭინაძე რუსთაველის გამზირზე "ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში" იღებდა მონაწილეობას. ჭიჭინაძის წინააღმდეგ საქმეში ორი ვიდეომასალა არსებობს, სადაც პროკურატურის განმარტებით, მსახიობი სამართალდამცავების მიმართულებით ჯოხს და ცარიელ ბოთლს ისვრის. მრავალთვიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, პროკურატურას არ აქვს პასუხი დაზარალდა, თუ არა რომელიმე სამართალდამცავი ჭიჭინაძეს ნასროლი ნივთებით.
3 სექტემბერს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც 8 პირის ჯგუფური ძალადობის საქმეზე, ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება გაიმეორა და ბრალდებულებს 225-ე მუხლიდან 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა ბრალდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები